Tuesday, January 12, 2016

''გაიხალისე ცხოვრება''

ჩავატარე მეორე აქცია და სამომავლოდ დავგეგმე კიდევ ერთი აქცია რომელსაც შემდეგ პოსტში იხილავთ.
ამ აქციაში გადავწყვიტე მოსახლეობის ცხოვრება უფრო გამეხალისებინა მათ გავესაუბრეთ დავარიგეთ ტკბილეული და ისინი დროებით მოვაცილებ თამბაქოს.ყველას მოეწონა ეს აქციაც და ყველა კმაყოფილი დარჩა ამით მათ შორის მეც.




აქცია "ჯანსაღი ცხოვრება და ჩვენ"

მე გადავწყვიტე იმისათვის რომ ჩემი ბლოგი სახალისო გამხდარიყო და ამასთანავე საინტერესო ჩავატარე აქცია რაც დიდი ძალისხმევის შედეგი იყო.
ჩემს აქციას ერქვა "ჯანსაღი ცხოვრება და ჩვენ"  ამ აქციის განსახორციელებლად დავამზადე ბუკლეტები. ბუკლეტებში ეწერა ყველაფერი ჯანსაღ ცხოვრებაზე,ნარკოტიკსა და მოწევაზე. ეს აქცია განხორციელდა წარმატებით გავავრცელეთ ბუკლებეტი მოსახლეობაში რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა ყველას გაუხარდა და დიდი მადლობა მომიხადეს იმისთვის რომ მე მათ გავუხალისე ცხოვრება.



Monday, January 4, 2016

 აირჩიე ჯანსაღი ცხოვრება!



Sunday, January 3, 2016

ინტერვიუ მწეველთან

ძალიან მაინტერესებდა რატომ ეწევიან, რა სიამოვნებას იგებენ ამით ამიტომ გადავწყვიტე გასაუბრება მწეველთან. დავიცავ ანონიმურობას და არ დავასახელებ ამ პირის სახელსა და გვარს.

-გამარჯობა,შეიძლება თქვენთან ინტერვიუ?
-გამარჯობა,კი გისმენთ
-რამდენი წლის ხართ?
-36
-რა ასაკში დაიწყეთ მოწევა?
-18 წლის ვიყავი როდესაც მოწევა დავიწყე
-რატომ ეწევით?იღებთ მისგან რაიმე სიამოვნებას?
-მოწევით არანაირ სიამოვნებას არ ვიღებ. უბრალოდ 18 წელია ვეწევი და რთულია ამ მავნე ჩვევას გადაეჩვიო
-და რას ურჩევდით სხვებს?
-მე ყველას ვურჩევდი რომ მოწევით არანაირ სარგებელს არ მიირებთ ამით მხოლოდ ცხოვრების ხანრძლივობას იმცირებთ
-კარგით დიდი მადლობა ნახვამდის
-ნახვამდის

          რატომ უნდა ჩავიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო                                        ვაქციანცია?













ვაქცინაცია გრიპისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩაიტაროთ სეზონური გრიპის ეპიდემიის დაწყებამდე, ანუ სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ეს იმუნიტეტი ნარჩუნდება 6 თვის მანძილზე, შემდეგ კი თანდათან კლებულობს.

საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები არის 3 კომპონენტიანი და იცავენ 3 ტიპის, ყველაზე გავრცელებული ვირუსებისაგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი  და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი).

რადგან გრიპის ვირუსი მუდმივად იცვლება, ეფექტური იმუნიზაციისთვის გრიპის ახალი შტამების წინააღმდეგ ხდება ვაქცინების შემცველობის განახლება ყოველწლიურად ისე, რომ ისინი შეიცავდნენ ახალ ვირუსულ ანტიგენებს და იყვნენ ეფექტურები ახალი შტამით გამოწვეული ინფექციების მიმართაც.

             ინტერვიუ ნოდარ დემეტრაშვილთან

-გამარჯობა.
-გამარჯობა
-შეიძლება თქვენთან ინტერვიუ?
-კი გისმენთ.
-როგორ ფიქრობთ რა არის ჯანსაღი ცხოვრება და რისთვისაა საჭირო ის?
-ჯანსაღი ცხოვრება? ის ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,რომელსაც ყველა ადამიანი უნდა იცავდეს რათა გაიხანგრძლივოს სიცოცხლე.
-თქვენს საცხოვრებელ გარემოში ადამიანს შექმნია ისეთი პრობლემა რომელიც ჯანსაღ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული?
-კი იყო ასეთი შემთხვევა 14 წლის ბავშვს დაემართა ასთმა იმის გამო რომ მან დაიწყო მოწევა ადრეულ ასაკში.  ბავშვი ამჟამად  საავადმყოფოშია და  გადის მკურნალობას.
-შენ თუ მისდევ ჯანსაღ ცხოვრებას?
-მე ჯანსაღ ცხოვრებას მივდევ 9 წლიდან. ამჟამად ვარ სპორტით დაკავებული.
-რომელი სპორტი გიზიდავთ?
-დაკავებული ვარ ფეხბურთით,დავდივარ ჭიდაობაზე და მკლავჭიდზე.
-ძალიან კარგი და რას ურჩევდით მომავალ თაობას?
-მე ყველას ვურჩევდი რომ დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი.
-კარგით დიდი მადლობა ნახვამდის
-ნახვამდის.