რატომ უნდა ჩავიტაროთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანცია?
ვაქცინაცია გრიპისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა ჩაიტაროთ სეზონური გრიპის ეპიდემიის დაწყებამდე, ანუ სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ეს იმუნიტეტი ნარჩუნდება 6 თვის მანძილზე, შემდეგ კი თანდათან კლებულობს.
საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები არის 3 კომპონენტიანი და იცავენ 3 ტიპის, ყველაზე გავრცელებული ვირუსებისაგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი).
რადგან გრიპის ვირუსი მუდმივად იცვლება, ეფექტური იმუნიზაციისთვის გრიპის ახალი შტამების წინააღმდეგ ხდება ვაქცინების შემცველობის განახლება ყოველწლიურად ისე, რომ ისინი შეიცავდნენ ახალ ვირუსულ ანტიგენებს და იყვნენ ეფექტურები ახალი შტამით გამოწვეული ინფექციების მიმართაც.
No comments:
Post a Comment