Thursday, December 10, 2015

ჩიფსი ბავშვის გონებრივ განვითარებას აფერხებს

ბავშვებს, რომლებიც ხშირად ჭამენ ჩიფსებს, გონებრივი განვითარება უქვეითდებათ. შესაბამისი დასკვნა ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს.
სპეციალისტები აკვირდებოდნენ ბავშვებს, რომელთა შორის იყვნენ 3-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ფაქტობრივად ყოველდღე ჩიფსებს მიირთმევდნენ.
ასეთ ბავშვებში შეინიშნებოდა მეხსიერების დარღვევა, მათი ყურადღება გაფანტული იყო, თანატოლებთან შედარებით, რომლებიც ამ პროდუქტს არ ჭამდნენ, კრეატიულობა დაბალ დონეზე ჰქონდათ, ცუდად სწავლობდნენ და პრობლემები ჰქონდათ ოჯახში და მეგობრებში.
ანალიზმა აჩვენა, რომ პრობლემის მიზეზი ნაჯერი ცხიმების ზედმეტი რაოდენობა იყო, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს.
საინტერესოა, რომ მოზარდ ასაკში ჩიფსების მავნე ზემოქმედება არ დადასტურდა.
მეცნიერთა თქმით, მთავარი ქიმიური ნაერთი, რომელიც ბავშვს ზიანს აყენებს, აქრილამიდია და მუტაგენსა და კანცეროგენს წარმოადგენს.
რისკის ქვეშ არიან ორსულებიც. მათთვის ჩიფსის მიღება რეკომენდირებული არ არის. ამავე მიზეზით ორსულებმა უარი უნდა თქვან კარტოფილის ფრიზე, ჰამბურგერზე და სახამებლის შემცველ სხვა პროდუქტებზე, რომლებიც მაღალ ტემპერატურაზე დამზადდა.

No comments:

Post a Comment