კალათბურთი
კალათბურთი- გუნდური სპორტის სახეობა, რომელშიც ორი გუნდი, თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში ბურთის მოხვედრით ორგანიზებული წესების მიხედვით.
მოთამაშეთა რაოდენობა ყოველ გუნდში 5-5 კაცით განისაზღვრება. თამაშის დროს ჩაგდებული ბურთისათვის გუნდს ერიცხება 2 ან 3 ქულა, ყოველი რეალიზებული საჯარიმო ტყორცნისათვის 1 ქულა, გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. შეხვდერა შედგება ოთხი 10 წუთიანი ტაიმისაგან. ტაიმებს შორის შესვენება 2 წუთია. გამონაკლისია შესვენება მეორე და მესამე ტაიმებს შორის, რომელიც 15 წუთი გრელდება. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5 წუთიანი ტაიმი გამარჯვებულის გამოვლენამდე. დაშვებულია ნებისმიერი რაოდენობის შეცვლები. ყველა შეცვლილ მოთმაშეს უფლება აქვს დაბრუნდეს მოედანზე.კალათბურთს ხელით თამაშობენ. დაშვებულია ბურთის ხელით ტარება, გადაცემა და ტყორცნა, როგორც ცალი, ასევე ორი ხელით. არ შეიძლება ორ ნაბიჯზე მეტის გადადგმა ბურთის დაუგდებლად, ბურთიანად ახტომა და დახტომა, მეტოქის საჯარიმო ზონაში სამ წამზე მეტხანს ყოფნა. გუნდს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანისათვის ეძლევა 8, ხოლო შეტევისათვის — 24 წამი, რომლის გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. მწვრთნელს უფლება აქვს თითოეულ ტაიმში აიღოს ერთი წუთშესვენება. მოთამაშე ჯარიმდება ყველა ამ წესის დარღვევისათვის, აგრეთვე ბლოკირებისათვის და უხეში თამაშისათვის. მოთმაშე ჯარიმდება როგორც ჩვეულებრივი ჯარიმით, ასევე პერსონალური შენიშვნით. 5 პერსონალური შენიშვნის მიღბის შემთხვევაში მოთმაშე ტოვებს მოედანს. ოთხი გუნდური შენიშვნის შემდეგ ყოველი ჯარიმა სრულდება საჯარიმო ტყორცნებით. ჩაგდებული საჯარიმო იძლევა 1 ქულას. თამაშის მსვლელობისას 2-ქულიან ზონიდან ჩაგდებული ბურთი ფასდება 2, ხოლო 3-ქულიან ზონიდან ჩაგდებული - სამ ქულად.
No comments:
Post a Comment