ბოსტნეული შიცავს დიდი რაოდენობით წყალს და ვიტამინებს რომლებიც აუცილებელია ჩვენი სიცოცხლისთვის.
Thursday, November 26, 2015
ბანანი
ბანანი არამხოლოდ გემრიელი, ასევე სასარგებლო ხილია. მართალია კალორიულია სამაგიეროდ მასში არის C, B1, B2, PP, E ვიტამინები, კაროტინი, ფერმენტები, მიკროელემენტები, ა.შ. დიეტოლოგები თვლიან რომ დღეში 1-2 ბანანი ადამიანის დღიურ მოთხოვნას კალიუმსა და მაგნიუმზე აკმაყოფილებს. უკანასკნელი გამოვლინებებით გაირკვა, რომ ბანანი კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მხედველობის შენარჩუნებისთვის. ამავდროულად დიეტური საკვებია. ამიტომ რეაბილიტაციის პერიოდში ბევრი ავადმოფისთვის რეკომენდირებულია. ასევე სასარგებლოა კუჭნაწლავის ტრაქტით დაავადებილთათვის.
საკვებში ფლავონოიდების შემცველი პროდუქტების გამოყენება ანეიტრალებს ფასტ-ფუდით და არაჯანსაღი საკვებით გამოწვეულ დაჟანგვით სტრესს და ანთებას და ხელს შეუშლის სისხლძარღვებს დაზიანებას.
თავისუფალი რადიკალები ან ჟანგბადის აქტიური ფორმები, როგორც ცნობილია, იწვევს სისხლძარღვების ანთებას და თავის უარყოფით როლს თამაშობს გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკის ზრდაში. ბუფალოს უნივერსიტეტის (აშშ) ენდოკრინოლოგების აზრით, ფლავონოიდების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს წარმოადგენს ფორთოხლის წვენი, ვინაიდან ის მდიდარია ძლიერი ფლავონოიდებით ნარინგენინით და ჰესპერიდინით, რომლებიც მთავარ ანტიოქსიდანტებს წარმოადგენენ.
თავისუფალი რადიკალები ან ჟანგბადის აქტიური ფორმები, როგორც ცნობილია, იწვევს სისხლძარღვების ანთებას და თავის უარყოფით როლს თამაშობს გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკის ზრდაში. ბუფალოს უნივერსიტეტის (აშშ) ენდოკრინოლოგების აზრით, ფლავონოიდების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს წარმოადგენს ფორთოხლის წვენი, ვინაიდან ის მდიდარია ძლიერი ფლავონოიდებით ნარინგენინით და ჰესპერიდინით, რომლებიც მთავარ ანტიოქსიდანტებს წარმოადგენენ.
გრეიფუტი
გრეიფრუტში შემავალი მჟავები ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. გრეიფრუტი შეიცავს ძვირფას ნივთიერებას - ნარინგინს, რომელიც უშუალოდ ნაყოფის კანის ქვეშ, წვნიან პარკებშია მოთავსებული. ის აუმჯობესებს საკვების ათვისებასა და მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, წნავს ორგანიზმში დაგროვილ ზედმეტ ცხიმს.გრეიფუტი კარგია დაავადებებისთვის1 ქოლესტერინის მომატებული რაოდენობის შემთხვევაში გრეიფრუტის პეკტინი ისევე მოქმედებს, როგორც სისხლში ქოლესტერინის დამწევიყველაზე ეფექტური პრეპარატი. მისი მიღების დროსქოლესტერინის დონე საგრძნობლად მცირდება. ამ ხილში შემავალი გლუკოზიდები და ვიტამინები ხელს უწყობს, ასევე, ასევე, ათეროსკლეროზის ფროფილაქტიკას და ამცირებს არტერიულ წნევას.
2 სისხლჩაქცევების არსებობობის დროს - სისხლძარღვების ელასტიკურობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფში ბიოფლავონოიდებისმაღალ შემცველობას.
ჯანსაღ ცხოვრებაში უმთავრესი წილი ბოსტნეულსა და ხილს უკავია.
ვაშლი ერთერთი ყველაზე სასარგებლო და დიეტური თვისების ხილია.ვაშლი მდიდარია ვიტამინებით.
ვაშლის სასარგებლო თვისებები
ამცირებს თავის ტკივილს
ამაგრებს კბილებს
ამცირებს ასთმის დონეს
ამცირებს შეკრულობას
ხელს უწყობს თმის ზრდას
აუმჯობესებს მხედველობას
ხელს უწყობს წონაში კლებას
ითვლება დიეტურ პროდუქტად
ხელს უწყობს მონელებას
აუმჯობესებს ჯანმრთელობას
აუმჯობესებს გულის მდგომარეობას
იცავს ძვლებს
ამცირებს ქოლესტერინის დონეს
ამცირებს კანის დაავადებებს
ამცირებს დიაბეტის რისკს
ახდენს ღვიძლის დეტოქსიკაციას
ვაშლი ერთერთი ყველაზე სასარგებლო და დიეტური თვისების ხილია.ვაშლი მდიდარია ვიტამინებით.
ვაშლის სასარგებლო თვისებები
ამცირებს თავის ტკივილს
ამაგრებს კბილებს
ამცირებს ასთმის დონეს
ამცირებს შეკრულობას
ხელს უწყობს თმის ზრდას
აუმჯობესებს მხედველობას
ხელს უწყობს წონაში კლებას
ითვლება დიეტურ პროდუქტად
ხელს უწყობს მონელებას
აუმჯობესებს ჯანმრთელობას
აუმჯობესებს გულის მდგომარეობას
იცავს ძვლებს
ამცირებს ქოლესტერინის დონეს
ამცირებს კანის დაავადებებს
ამცირებს დიაბეტის რისკს
ახდენს ღვიძლის დეტოქსიკაციას
4 "არა" ნარკოტიკის წინააგმდეგ
Iწესი: ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების მიმართ (ნარკოტიკული ან ტოქსიკური), ნებისმიერი დოზით,ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ კომპანიაში, მუდმივად თქვით მტკიცე "არა!"
ყოველთვის მხოლოდ "არა!"
II წესი: შეეცადეთ ჩამოგიყალიბდეთ ყოველდღიური სასარგებლო საქმიანობისაგან(კარგი სწავლა,სპორტი,ხატვა,ცეკვა,მუსიკა,დასვენება ბუნებაში)სიამოვნების მიღების უნარი.ეს ნიშნავს უთხრა მტკიცე "არა!" უსაქმურობას,მოსაწყენად და უინტერესო ცხოვრებას.
"არა!" უსაქმურობას.
IIIწესი: ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მეგობრების შერჩევის უნარი.პატივი ეცით საკუთარ აზრს და ნუ მოექცევით იმ თანატოლების გავლენის ქვეშ,რომლებიც ნარკოტიკს გთავაზობენ.
"არა!"- იმ კამპანიას,რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს.
IVწესი:"არა!" საკუთარ მორიდებულობას და მერყეობას,როცა ნარკოტიკის გასინჯვას გთავაზობენ. სიცოცხლე უფრო ძვირფასია! ნარკომანები ირჩევენ გზას, რომლითაც საკუთარ თავს ყველა ადამიანურ თვისებას ართმევენ.
ჯანსაღი კვება
ჯანსაღი კვება სიცოცხლისუნარიანობის მთვარი პირობაა.დაავადებების ყველაზე დიდი წყაროს არასწორი კვება წარმოადგენს.
მთავარი წესი-რაოდენობა და კალორიულობის შესაბამისობა ენერგეტიკულ დანახარჯებთან და საკუთარი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან. სკოლაში გაკვეთილზე გონებრივი მუშაობით,ვხარჯავთ ენერგიას, რომლის აღდგენაც საჭიროა თავის ტვინის მუშაობისთვის,კუნთების ზრდისთვის.უფროსებმა უნდა იზრუნონ მოსწავლეების კვების გამო და მოსწავლეებს სკოლაში ორგანიზებული კვება შესთავაზონ.
კვება,რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ განვითარებას რაციონალური კვება ეწოდება.
ჯანსაღი კვება სიცოცხლისუნარიანობის მთვარი პირობაა.დაავადებების ყველაზე დიდი წყაროს არასწორი კვება წარმოადგენს.
მთავარი წესი-რაოდენობა და კალორიულობის შესაბამისობა ენერგეტიკულ დანახარჯებთან და საკუთარი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან. სკოლაში გაკვეთილზე გონებრივი მუშაობით,ვხარჯავთ ენერგიას, რომლის აღდგენაც საჭიროა თავის ტვინის მუშაობისთვის,კუნთების ზრდისთვის.უფროსებმა უნდა იზრუნონ მოსწავლეების კვების გამო და მოსწავლეებს სკოლაში ორგანიზებული კვება შესთავაზონ.
კვება,რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ განვითარებას რაციონალური კვება ეწოდება.
Wednesday, November 25, 2015
ჯანსაღი ცხოვრების წესი:სპორტი,ემოციების მართვა,კვება,დღის რეჟმი,პირადი ჰიგიენა,მავნე ჩვევებზე უარის თქმა,უსაფრთხო მოქცევა სოციუმში,ეკოლოგიური ქცევა,სექსუალური აღზრდა.
დღის რეჟიმი
დღის რეჟიმის სწორი ორგანიზაცია(ძილის,კვების,შრომის,დასვენების,პირადი ჰიგიენის,სპორტის) აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.ადამიანის შრომისუნარიანობა 24 საათის განმრავლობაში იცვლებადღეღამური ბიოლოგიური რიტმის მიხედვით და აქვს ორი პიკი:10-დან 12 და 16-დან 18საათამდე. ღამე შრომისუნარიანობა ქვეითდება განსაკუთრებით 1-დან 5საათამდე.. 10-დან 12-მდე და 16-დან 18 საათამდე ძალიან ეფექტურია ფიზიკური აქტივობისთვის.
დასვენება ადამიანისთვის აუცილებელია ყოველდღე,ყოველკვირეულად, ყოველწლუირად,რათა მან გამოიყენოს თავისუფალი დრო ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის ხელშესაწყობად და აღსადგენად.
ყოველდღიური დასვენების ერთ ერთი მთავარი სახეობაა ძილი.სრულფასოვანი ძლის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ჯანმრთელობა. მარადიულ გამოუძინებლობას თან სდევს გადაღლილობა,ის თავის მხრივ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და აზიანებს ადამიანის ძანმრთელობას.საშუალოდ რეკომენდირებულია არაუმეტეს 8 და არანაკლებ 7 საათი ძილი.
საკვების მიღებას შორის შუალედი უნდა შეადგენდეს 4-5 საათს.ამ დროს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე თანაბარი დატვირთვა მოდის,საკვები ბოლომდე გადამუშავდება გადამამუშავებელი ფერმენტების საშუალებით და კარგად შეითვისება.
- ოთხჯერადი კვების დროს საუზმე უნდა შადგენდეს რაციონის 25%,სადილი 35%, შუალედური წახემსება 15%, ვახშამი 25%.ვახშმობა რეკომენდირებულია ძილამდე არაუმეტეს 3 საათისა.
სიგარეტის შემცველობა
სიგარეტი შეიცავს ბავშვისთვის საყვარელ კაკაოს,ვანილს,შაქარს,ძირტკბილას და თაფლსაც კი.სიგარეტის კვამლის ჩსუნთქვისას,იგი გაივლის სასუნთქ გზებს,იწვევს მათი ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და ანთებას.თამბაქოს კვამლში 4000-ზე მეტი ქიმიურად საშიში ნივთიერებაა,რომელთა უმრავლესობა ტოქსიკურია და იწვევს კიბოს და სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს,თამბაქოს კვამლი კუპრის სახით გროვდება,შემდეგ შეაღწევს ფილტვების ქსოვილში და ლიმფო-კვანძებში,შავად აფერადებს მწეველის ფილტვებს.თამბაქოს კვამლი მწეველის ჯანმრთელობისათვის უფრო ნაკლებად საზიანოა ვიდრე არამწეველისთვის.სიგარეტის შმადგენლობა:მეთანი,გექსამინი,კუპრი,მეთანოლი,მჟავა,ციანიტის წყალბადი,ბუტანოლი,ნიკოტინი,რადონი,ამიაკი,კადმია,აცეტონი,ნახშირორჟანგი
შევარჩიოთ საკვები სწორად
საკვებს სწორად შერჩევა სჭირდება. ზოგიერთი საკვები შიცავს ისეთ ნივთიერებებს რომელიც ჩვენს ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს. ამ სურათზე გამოსახულია ხილი ვაშლი. ის საკვებად უვარგისია მგარამ რაგაც ნივთიერებების დახმარებით მან თავისი პირვანდელი სახე დაიბრუნა. მე ეს სურათი ავირჩიე და მომწონს იმიტომ რომ მასზე ზუსტადაა ის ასახული რომ ყველაფერი საკვებად ვარგისი არ არის. ამ სუარათის ნახვის შემდეგ ვფიქრობ ბევრი ადამიანი დააკვირდება თავის საკვებ პროდუქტებსTuesday, November 24, 2015
სპორტის როლი ადამიანის ცხოვრებაში
სპორტი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამ
სურათზე გამოსახულია არიან გოგონები რომლებისც ჯანსაღ ცხოვრებას მიყვებიან. ვარჯიში საუკეთესო გამოსავლია იმისათვის რომ ჩვენი ცხოვრება ჯანსაღი გახდეს.თუ ადამიანი სპორტითაა დაკავებული მას არ ექნება ინტერესი ისეთ მავნე ჩვევებზე როგორიცაა ალკოჰოლი, სიგარეტი და ნარკოტიკი.სპორტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. არაერთხელ ყოფილა ისეთი შემთხვევა როდესაც წარმატებული სპორტსმენები მატერიალურად ეხმარებიან ადამიანებს, უსახლკარო ბავშვებს ჩუქნიან ბინას.
ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას.ცხოვრებისეული გამოცდილება მეტყველებს, რომ ადამიანი ჯანმრთელობისთვის მხოლოდ მას შემდეგ იწყებს ზრუნვას, რაც ის სერიოზული პრობლემებს შეუქმნის.
Friday, November 20, 2015
ცურვა
ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ ვარჯიშით არ შემოიფარგლება.ცურვაც ჯანსაღი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.ცურვის დროს ადამიანს სტრესი ეხსნება,სხეული კაჟდება. არსებობს ბევრი ადამიანი ვისაც ძალიან უყვარს ცურვა და ცურვის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია.მაგალითად მსოფლიოს რეკორდსმენსა და ოლიმპიურ ჩემპიონს მაიკლ ფელპსს ცურვის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი ეგონა.ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო და ის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა.
ბევრ ადამიანს ცურვა არ უყვარს და ეს რაღაც უაზრობა ჰგონიათ მაგრამ ცურვა მართლაცაა იმის საშუალება რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება უფრო ჯანსაღი გახდეს.
ბევრ ადამიანს ცურვა არ უყვარს და ეს რაღაც უაზრობა ჰგონიათ მაგრამ ცურვა მართლაცაა იმის საშუალება რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება უფრო ჯანსაღი გახდეს.
მე ცურვა ძალიან მიყვარს.მინდა რომ სხვებსაც მოვუწოდო რომ ჯანსაღი ცხოვრება უმნიშვნელოვანესია.და თუ ვინმეს სურს რომ ის ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცურვა აუცილებელია.
Saturday, November 14, 2015
სირბილის უნიკალურობა
სირბილი უნიკალური და შეუცვლელი საშუალებაა,რათა მუდამ ფორმაში იყოს თითოეული ადამიანი.სირბილი ხსნის დაძაბულობასსირბილის და ფიზიკური დატვირთვების შედეგად ეცვლება საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება.ის ვინც დაკავებულია რეგულარული სირბილით ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩვა.სირბილის მოყვარულებს სირბილის შემდეგ საკმაოდ კარგად ეხხსნებათ გონება.ისინი განტვირთული არიან უარყოფითი ენერგიისაგან და დაძაბულობისაგან,ამიტომ გონებრივ დატვირთვებს საკმაოდ ადვილად და სწრაფად უმკლავდებიან.
ინტერვიუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის(SSU) სტუდენტ ნინო
თევდორაშვილთან
-გამარჯობა
-გამარჯობა
-რამოდენიმე კითხვა მაქვს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ
-გისმენთ
-დღეს არის თუ არა ჯანსაღი ცხოვრება ახალგაზრდებში გავრცელებული?
-დღესდღეობით ახალგაზრდათა უმეტესობა ჯანსაღი ცხოვრების წესს არ იცავს
-თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ ბევრი დაავადების მიზეზი ისაა რომ არ იცავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს?
-დიახ იმიტომ რომ დღეს ახალგაზრდების უმეტესობა მოიხმარს დიდი რაოდენობით თამბაქოს,ნარკოტიკს და დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.ეს ყველაფერი მათ ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს.
-რას ურჩევდით ახალგაზრდებს?
-მე ვურჩევ მათ რომ შეწყვიტონ თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და დაიწყონ ჯანსაღი წესით ცოხვრება.
ალოკოჰოლი
ალოკოჰოლი ანუ ეთილის სპირტი რომელიც არის უფერო სითხე, აქვს სპეციფიური გემო და სუნი. ალკოჰოლი წყალში ზავდება ნებისმიერი თანაფარდობით. ეთილის სპირტი სხვადასხვა სასმელში სხვადასხვა რაოდენობითაა. მაგალითად: ლუდში 2-6%; ღვინოში9-20%; ლიქიორში 20-40%;ა რაყში 40-56%; ვისკში და ჯინში 40-55%; რომში 70-77%.
ალკოჰოლი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს, ამიტომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ანესთეზია, კომა, სუნთქვის დათრგუნვა და სიკვდილიც კი. ორგანიზმში მოხვედრილი ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება კუჭიდან და წვრილი ნაწლავებიდან
და გადადის სისხლში.
და გადადის სისხლში.
თრობის ხარისხი, ანუ თავის ტვინის ნერვული სისტემაზე ალკოჰოლის ზემოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კონცენტრაციით შეიცავს სისხლი ალკოჰოლს:
მსუბუქი თრობა: (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.05%) ადამიანი თავს კარგად
გრძნობს, ეხსნება დაძაბულობა, მაგრამ ქვეითდება რეაქციების სისწრაფე. უარესდება მანქანის მართვის უნარი.
საშუალო თრობა: (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა0.1%) გაუგებარი მეტყველება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, საღად მსჯელობის, საკუთარ ქცევებსა და ემოციებზე კონტროლის დაკარგვა.
მძიმე ხარისხის თრობა: (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.15%) ძლიერი მოწამვლა, ბარბაცით სიარული, პრობლემები მეხსიერებასა და აზროვნებაში, ემოციური არასტაბილურობა, აგრესიულობა.
გრძნობს, ეხსნება დაძაბულობა, მაგრამ ქვეითდება რეაქციების სისწრაფე. უარესდება მანქანის მართვის უნარი.
საშუალო თრობა: (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა0.1%) გაუგებარი მეტყველება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, საღად მსჯელობის, საკუთარ ქცევებსა და ემოციებზე კონტროლის დაკარგვა.
მძიმე ხარისხის თრობა: (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.15%) ძლიერი მოწამვლა, ბარბაცით სიარული, პრობლემები მეხსიერებასა და აზროვნებაში, ემოციური არასტაბილურობა, აგრესიულობა.
ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება: (ზედოზირება) უმრავლეს შემთხვევაში ეს არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით ქრება. მაგრამ ზედოზირების დროს შეიძლება განვითარდეს კომა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და შესაძლებელია მედიცინის ჩაურევლად სიკვდილით დამთავრდეს. ზედოზირებას ხშირად თან სდევს პირღებინება. ეს ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. მაგრამ სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს პირნაღები, რომელიც შეიძლება სასუნთქ გზებში მოხვდეს, ამიტომ მთვრალ ადამიანს უნდა ეძინოს გვერდით
და არა პირაღმა.
ნარკოტიკი
მთელს მსოფლიოში, ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი ორგანიზმს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებებით იწამლავს.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნარკოტიკების მოხმარებაში იგულისხმება მასტიმულირებელი ყავის, ჩაისა და ერთი ჭიქა ღვინის მიღებაც კი. სხვა ნარკოტიკების მსგავსად, ჩაიში, ყავასა და უალკოჰოლო სასმელებში არსებული კოფეინი, ისევე როგორც, ღვინისა და ლუდის შემადგენლობაში შემავალი ალკოჰოლი,ისეთ ნივთიერებებს წარმოადგენენ, რომლებიც ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას აფერხებენ.
სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები არალეგალურად ითვლება და მათი მოხმარება სახიფათოა. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ჰეროინი, ოპიუმი და სხვა.
ნარკოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით, უამრავი პრობლემა არსებობს. მაგალითად, ნარკოტიკებისაგან მიღებული ნებისმიერი შეგრძნება დროებითია და როგორც კი ეს ეფექტი გაივლის, მომხმარებელი რეალურ სამყაროს უბრუნდება ნარკოტიკების საფასურის გამო გამოცარიელებული ჯიბითა და მისი ზემოქმედების ქვეშ დაკარგული დროით.
ჭარბი რაოდენობით ყველაფერი მავნეა და ეს, პირველ რიგში, ნარკოტიკებს ეხება. ნარკოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ორგანიზმი და, განსაკუთრებით, თავის ტვინი ზიანდება. სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთ ჯერზე გამოყენებულ დიდ დოზასაც.
მაგალითად, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ადამიანს დროებით თავის ჭირ-ვარამს ავიწყებს, თუმცა თავშეკავების უნარს ასუსტებს და ადამიანი ყოველგვარი სიფრთხილის შეგრძნებას კარგავს. როგორც წესი, ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ჩხუბობენ, უბედურ საგზაო შემთხვევებს იწვევენ და საფრთხეში აგდებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ნარკოტიკები შეჩვევას იწვევენ. ნარკოტიკის განმეორებით მიღების შედეგად, ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება. მომხმარებელი მის რეგულარულ გამოყენებას იწყებს და თანდათანობით დოზას უმატებს
ჭარბი რაოდენობით ყველაფერი მავნეა და ეს, პირველ რიგში, ნარკოტიკებს ეხება. ნარკოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ორგანიზმი და, განსაკუთრებით, თავის ტვინი ზიანდება. სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთ ჯერზე გამოყენებულ დიდ დოზასაც.
მაგალითად, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ადამიანს დროებით თავის ჭირ-ვარამს ავიწყებს, თუმცა თავშეკავების უნარს ასუსტებს და ადამიანი ყოველგვარი სიფრთხილის შეგრძნებას კარგავს. როგორც წესი, ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ჩხუბობენ, უბედურ საგზაო შემთხვევებს იწვევენ და საფრთხეში აგდებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ნარკოტიკები შეჩვევას იწვევენ. ნარკოტიკის განმეორებით მიღების შედეგად, ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება. მომხმარებელი მის რეგულარულ გამოყენებას იწყებს და თანდათანობით დოზას უმატებს
ნუ მოწევთ მასაც აქვს სიცოცხლის უფლება
დიდი ნაწილი მწეველი ქალებისა ორსულობის დროსაც არ ანებებს თავს სიგარეტს. ისინი არ უფიქრდებიან იმას, თუ რა დიდ ზიანს აყენებენ, როგოც საკუთარ, ისე მომავალი პატარას ორგანიზმს. მწეველი ქალები უფრო ხშირად კარგავენ ბავშვებს. უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება ნაყოფის გამოვარდნა ან ნაადრევი მშობიარობა.განსაკუთრებით მაღალია რისკი იმ დროს, როცა ნიკოტინს თან ახლავს ალკოჰოლიც. თავად მშობიარობის დროსაც მწეველ ქალებს 1,5-ჯერ უფრო ხშირად ებადებათ მკვდარი ბავშვი, ვიდრე არა მწეველებს.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევა მწეველ ორსულებს დარღვეული აქვთ, რაც ხელს უშლის ნაყოფის ჟანგბადით მომარაგებას. სისხლში ხდება შეუქცევადი ცვლილებები, კერძოდ კი გემოგლობინი გარდაიქმნება კარბოქსიგემოგლობინად, რითაც ჟანგბადის უჯრედების მოქმედება მცირდება. ამის შედეგად ნაყოფის განვითარება ფერხდება და ხშირად იბადებიან უდღეური, სუსტი ბავშვები, დაბალი წონით და სხეულის, თავის და მკერდის გარშემოწერილობის დაბალი პარამეტრებით.
დედის დამოკიდებულება სიგარეტზე მოქმედებს ბავშვის არამარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ განვითარებაზეც, რადგან ბავშვის ტვინს საჭირო სისხლის რაოდენობა არ მიეწოდებოდა ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამო.
ეს ხშირად არის მიზეზი ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ნერვული სისტემის გადახრებისა. ასეთი ბავშვები გვიან სწავლობენ კითხვასა და ანგარიშს. ისინი ზრდაშიც ჩამორჩებიან. მიდრეკილნი არიან ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებისაკენ. ხშირად ავადდებიან პნევმონიით, ბრონქიტითა და ასთმით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობის დროს სიგარეტის მოწევა იწვევს ბავშვი დაუნის სინდრომის განვითარებას. ასევე შინაგანი ორგანოების დაზიანებასაც – გულის მანკს, სიელმეს, კურდღლის ტუჩს, მგლის ხახას და ა.შ.
მოწევა განსაკუთრებით საშიშია ორსულობის მეორე სტადიაში, როცა ნაყოფი აქტიურია და იზრდება. მწეველ ქალს თავად შეიძლება განუვითარდეს ტოქსიკოზი და პლაცენტის წონის, სტრუქტურია ცვლილება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თუ დედამ ორსულობის დროს არ გადააგდო სიგარეტი, ის მოწევას ბავშვის გაჩენის შემდეგაც გააგრძელებს. ბავშვი იქნება მუდმივად ნიკოტინის მოქმედების ქვეშ, ისუნთქებს ნიკოტინის ბოლით გაჯერებულ ჰაერს. რაც დააზიანებს მის ჯანმრთელობას. რადგან როგორც ცნობილი პასიური მოწევა გაცილებით საზიანოა.
რეპროდუქცია
რეპროდუქცია ანუ კვლავწარმოება, როდესაც მიმდინარეობს ნაყოფის ფორმირების ინტენსიური პროცესი, ქალის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.თამბაქოს მოხმარება ორსულობის სამივე ტრიმესტრში ცუდად მოქმედებს ნაყოფზე, განსაკუთრებით პირველი ცხრა კვირის მანძილზე, როცა ნაყოფი განსაკუთრებით მგრძნობიარეა არასასურველ ფაქტორებზე. მუცლადყოფნის ამ პერიოდში საფუძველი ეყრება ნაყოფის ყველა ორგანოსა და სისტემის, მათ შორის სასქესო სისტემის განვითარებასა და მომწიფებას. ანტენატალურ პერიოდში ხდება საკვერცხეების ჩასახვა და ემბრიონული განვითარება, რომელიც ქალის ორგანიზმის სასქესო ფუნქციის პოსტნატალური ორტოგენეზის რეგულაციის პროცესში წარმოადგენენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს.
ანტენატალური პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორებმა, მათ შორის თამბაქოს კვამლმა ემბრიონზე ან ნაყოფზე შეიძლება დამაზიანებლად იმოქმედოს (ემბრიოპათიური, ტერატოგენული) და გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემათა, მათ შორის სასქესო ორგანოების განვითარების მანკები. განვითარების ასეთი თანდაყოლილი ანომალიები შესაძლებელია ქალის ორგანიზმის სპეციფიურ ფუნქციათა დარღვევის მიზეზი გახდეს. თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტას ბარიერს და იწვევს ნაყოფში ჟანგბადის რაოდენობის დაქვეითებას, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. თუ ქალი უარს იტყვის ორსულობის ოთხ თვემდე თამბაქოს მოხმარებაზე, მაშინ მისი ახალშობილი ნორმალური წონის დაიბადება. თამბაქოს მოხმარება ძირითადი რისკ-ფაქტორია პერინატალური სიკვდილიანობისა. გამოთვლებმა აჩვენა, რომ თუ ყველა ორსული ქალი თავს დაანებებს თამბაქოს მოხმარებას, ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდება 10%-ით. ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მკვდარი ახალშობილი დარჩებოდა ცოცხალი თუკი მათი დედა არ იქნებოდა მწეველი. არამწეველებთან შედარებით მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა. არსებობს ურთიერთ კავშირი მოწეული სიგარეტის რაოდენობასა და სიკვდილიანობის შორის. დამტკიცებულია კავშირი თამბაქოს მოხმარებელსა და ნაადრევმშობას შორის. თამბაქოს მოხმარება_ძირითადი რისკ-ფაქტორია ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობას. განსაკუთრებული ადგილი ამ პრობლემაში პრაქტიკულად ჯანმრთელი ახალშობილის სიკვდილის სინდრომს უჭირავს, რომელსაც ორსულობის დროს დედის მიერ თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება. სხვადასხვა ქვეყნებში ამგვარი სიკვდილიანიბის რიცხვი იზრდება: ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში ახალშობილთა სიკვდილიანობის რიცხვი 20-25% ია. თანამედროვე მონაცემებით 10%-I პერინატალური სიკვდილიანობისა, რომელიც პრაქტიკულად ჯანმრთელ ახალშობილზე მოდის განპირობებულია დედის მიერ თამბაქოს მოხმარებით. თამბაქოს მომხმარებლებში ხირია საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკი. გარდა ამისა თამბაქოს მომხმარებელი ქალების მშობიარობა 20 საათზე მეტხანს გრძელდება. ნაადრევი მშობიარობის რისკ-ფაქტორებიდან ერთ-ერთი თამბაქოს მოხმარებაა. იმ პაციენტებში, რომლებსაც ნაადრევი მშობიარობა აღენიშნებოდათ, რისკი შემდეგი ორსულობის დროს ნაადრევი მშობიარობისა სეადგენს 20-30%. სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თამბაქოს მომხმარებელი ქალებს უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია. მათ 3-4-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ დაორსულებამდე გავიდეს ერთი წელი, რადგან მათში დაბალია ოვულაციის და განაყოფიერების დონე. მწეველ და არამწეველ ქალებში ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ გაცილებით ცუდ რეზულტატს ვრებულობთ მწეველებში, ხოლო დაორსულების შემთხვევაში მათში მაინც მაღალია ორსულობის დრომდე მიუტანლობა. თამბაქოს მომხმარებელ ქალებში ორსულობის დროს ეჭვს არ იწვევს
არა თამბაქოს
პირი, რომელიც თამბაქოს მოიხმარს, ითვლება ქრონიკული ნიკოტინიზმით დაავადებულად. საზოგადოებაში კი გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ თამბაქოს მოხმარება არის არა დაავადება, არამედ მავნე ჩვევა.
მწეველთა უმეტესობა თავს დაავადებულად არ მიიჩნევს. უფრო მეტიც, მდგომარეობის არასათანადო შეფასების გამო აგრძელებენ თამბაქოს მოხმარებას და მხოლოდ მწეველობით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან ახალი დაავადების/პათოლოგიის განვითარების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის სპეციალისტს.
თამაბქოს მოხმარება არის მძიმე, ქრონიკულად მიმდინარე დაავადება
გასული საუკუნის 90-იან წლებში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის ,,British American Tobacco” წინააღმდეგ გაიმართა სასამართლო პროცესი. ამ პროცესის შედეგად აშშ-ის თამბაქოს ყველა კომპანია დადანაშაულებულ იქნა საზოგადოების მანიპულირებასა და უპრეცენდენტო მასშტაბით მოტყუების მცდელობაში. სასამართლომ მათ დააკისრა იმ პერიოდისთვის კოლოსალური ჯარიმა-249 მლრდ დოლარის გადახდა.
თუ მოყვანილი არგუმენტების წაკითხვით დარწმუნდით, რომ თამბაქოს მოხმარება არის დაავადება და არა მავნე ჩვევა, ჩააქრეთ უკანასკნელი ღერი სიგარეტი და იცხოვრეთ სიგარეტის გარეშე.
ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა - ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, და არა მარტო დაავადებისა და ფიზიკური დეფექტების არ არსებობა.
ჯანმრთელობის ცნების ამგვარი განმარტება არ შეიძლება სრულყოფილად ჩაითვალოს იმდენად, რამდენადაც თითქმის შეუძლებელია არა თუ ადამიანთა ჯგუფის, არამედ ცალკეული პიროვნების მოძიება, რომელიც არსებულ განმარტებას დაააკმაყოფილებს. ამიტომ, ჯანმრთელობის ცნების არსებული ფორმულირება უნდა მივიღოთ როგორც იმ იდეალური მოდელის განმარტება, რომელსაც ნებისმიერი საზოგადოება უნდა ესწრაფოდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკის - "ჯანმრთელობა ყველასათვის" თანახმად გაჯანსაღება, დაავადებათა პროფილაქტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ინვალიდების მოვლა მუდმივად განვითარებადი სტრატეგიის ძირითადი ელემენტებია. თითოეული ადამიანი გარანტირებული უნდა იყოს იმით, რომ დაცულ იქნება მისი ჯანმრთელობის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების, ავადმყოფობისა და ტრავმებისაგან ეფექტიანი დაცვის უფლებები.
მოსახლეობის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ეროვნული ღირებულებაა. იგი საზოგადოების განვითარების ძირითადი პირობა და ამავე დროს - მისი ზემოქმედების საბოლოო შედეგია. მისი შენარჩუნება და განვითარება ქვეყნისათვის ერთ - ერთ უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დონის შესაფასებლად გამოიყენება სხვადასხვა მაჩვენებლები: დემოგრაფიული (შობადობა, სიკვდილიანობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა), ავადობის, დაინვალიდების (მყარი შრომისუუნარობის), ფიზიკური განვითარებისა და სხვა მაჩვენებლები.
მედიცინის მთავარი ამოცანაა, პასუხი გასცეს კითხვას, თუ რით არის განპირობებული მოსახლეობის ჯანმრთელობა. მიჩნეულია, რომ სხვადასხვა ფაქტორები შემდეგ ზეგავლენას ახდენენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:
· ცხოვრების წესი და პირობები - 48-50%,
· გარემო - 20-22%,
· გენეტიკური ფაქტორები - 18-20%,
· ჯანმრთელობის დაცვის წილი - 12-14%.
ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შეფასებამ ცხადყო, რომ
წამყვან როლს თამაშობს ის სოციალური გარემო, რომელშიც მას უხდება ცხოვრება. ცხოვრების წესი არის სფერო, რომელიც უშუალოდ მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის მაჩვენებლებზე. ცხოვრების წესს გარკვეულად განაპირობებს ცხოვრების პირობები, მაგრამ არასწორია მათი სინონიმებად წარმოდგენა.
ცხადია, რომ მატერიალური კეთილდღეობის დონე უეჭველად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების წესზე. სტატისტიკური მონაცემებით მცირე შემოსავლის მქონე პირები საზოგადოების მაღალანაზღაურებად ფენებთან შედარებით უფრო ხშირად ავადმყოფობენ, იშვიათად მიმართავენ პროფილაქტიკულ დახმარებას, გააჩნიათ სიკვდილიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი. მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის ჯგუფები ხშირად იყენებენ სამედიცინო დახმარების პროფილაქტიკულ სახეებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელობა აქვს არა თვითონ მატერიალური შესაძლებლობებს, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით მათ გონივრულ გამოყენებას. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული როგორც საერთო, ისე სამედიცინო განათლების დონეზე. ერთნაირი ასაკობრივ-სქესობრივი ჯგუფების შედარებისას ნაჩვენებია, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირთა სიკვდილიანობა 1,5-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე შედარებით დაბალი განათლების მქონე ჯგუფებში. დამაჯერებელია, აგრეთვე, მონაცემები სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობებს შორის განსხვავებების შესახებ. მიჩნეულია, რომ განათლების უფრო მაღალი დონის მქონე პირების სიცოცხლის დიდი ხანგრძლიობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია მათი შრომისა და დასვენების რაციონალურ სტერეოტიპებთან. ასევე ცნობილია, რომ დედის განათლება პირდაპირ კავშირშია საკუთარი ბავშვის ჯანმრთელობასთან.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს პროგრესს, მაშინ, როდესაც ჯანმრთელობისათვის ზრუნვა, როგორც ადამიანის განვითარების აუცილებელი ასპექტი, გულისხმობს საზოგადოებრივ პროგრესს. მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების დარგში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანისათვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს შექმნას, გააზრებული დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას, სოციალური სტრესების მოხსნას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსახლეობის აღზრდასა და წრთვნას პირველადი სამედიცინო ცოდნისა და ჩვევების მისაღებად,.
საზოგადოების განვითარებასთან ერთად მედიცინა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა დიდი ხანია ვიწრო პროფესიულ ინტერესებს გასცდა და მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. თანამედროვე ადამიანს უჩნდება კანონიერი სურვილი - უზრუნველყოფილი იყოს ადექვატური სამედიცინო ინფორმაციით. მოსახლეობის სამედიცინო განათლებამ უნდა უზრუნველყოს თვით და ურთიერთდახმარების ჩვევების გამომუშავება, ქცევის ისეთი ელემენტების ჩამოყალიბება, რომლებიც ადამიანს საშუალებას მისცემს დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა, შეინარჩუნოს და განამტკიცოს იგი.
მოსახლეობის ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ავადობის შემცირების მიზნით გატარებულ ღონისძიებათა შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოსახლეობის ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და დამკვიდრებისათვის აუცილებელი პრინციპებისა და კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტა. მრავალი დაავადების პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისა და მოსახლეობაში ფართოდ დანერგვის გზით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რთული დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობის პირობებში.
ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს იმ ქცევას, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ე. ი. ცხოვრების ჯანსაღი წესი საკუთრივ მოიცავს ქცევის ყველა ელემენტს (შრომითი, სოციალური, ინტელექტუალური, ფიზიკური, სამედიცინო აქტივობა), რომელთა მიზანია ინდივუიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე შეიცავს ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ - ფაქტორების თავიდან აცილების გზებს.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის გამიზნული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებია:
- მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარების შემცირება;
- მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის მოხმარების შემცირება;
- მოსახლეობის მიერ წამლების ბოროტად გამოყენების შემცირება;
- მოსახლეობის ფიზიკური აღზრდის უზრუნველყოფა.
ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს როგორც მძლავრი პროპაგანდისტული ზემოქმედება მოსახლეობაზე, ისე სათანადო სამკურნალო - სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი ქსელის შექმნა.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საერთო მიზნითა და ძალისხმევით.
Friday, November 13, 2015
რა არის ჯანსაღი ცხოვრება
ცხოვრების ჯანსაღი წესი-არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის დატვირთვის გაზრდა-ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრების გართულებით, ტექნოგენური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური თუ საომარი ხასიათის რისკთა მატებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური ძვრების მაპროვოცირებელ ფაქტორთა გამრავლებით. ასეთი მოსაზრებაც არსებობს: ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა (ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა), რომელიც უნდა ემყარებოდეს რელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურებოდეს ადამიანის ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას რეალურად გარემომცველ სამყაროში. ცხოვრების ჯანსაღი წესი - ეს არის შრომით, საოჯახო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა-მონაწილეობა. ვიწრო ბიოლოგიური თვალსაზრისით კი საქმე ეხება ადამიანის ფიზიოლოგიურ ადაპტაციურ შესაძლებლობებს როგორც გარესამყაროს ზემოქმედების, ასევე შინაგან სამყაროში განვითარებული ცვლილებების საპასუხოდ.
Thursday, November 12, 2015
Wednesday, November 11, 2015
Subscribe to:
Posts (Atom)