დღის რეჟიმი
დღის რეჟიმის სწორი ორგანიზაცია(ძილის,კვების,შრომის,დასვენების,პირადი ჰიგიენის,სპორტის) აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.ადამიანის შრომისუნარიანობა 24 საათის განმრავლობაში იცვლებადღეღამური ბიოლოგიური რიტმის მიხედვით და აქვს ორი პიკი:10-დან 12 და 16-დან 18საათამდე. ღამე შრომისუნარიანობა ქვეითდება განსაკუთრებით 1-დან 5საათამდე.. 10-დან 12-მდე და 16-დან 18 საათამდე ძალიან ეფექტურია ფიზიკური აქტივობისთვის.
დასვენება ადამიანისთვის აუცილებელია ყოველდღე,ყოველკვირეულად, ყოველწლუირად,რათა მან გამოიყენოს თავისუფალი დრო ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის ხელშესაწყობად და აღსადგენად.
ყოველდღიური დასვენების ერთ ერთი მთავარი სახეობაა ძილი.სრულფასოვანი ძლის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ჯანმრთელობა. მარადიულ გამოუძინებლობას თან სდევს გადაღლილობა,ის თავის მხრივ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და აზიანებს ადამიანის ძანმრთელობას.საშუალოდ რეკომენდირებულია არაუმეტეს 8 და არანაკლებ 7 საათი ძილი.
საკვების მიღებას შორის შუალედი უნდა შეადგენდეს 4-5 საათს.ამ დროს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე თანაბარი დატვირთვა მოდის,საკვები ბოლომდე გადამუშავდება გადამამუშავებელი ფერმენტების საშუალებით და კარგად შეითვისება.
- ოთხჯერადი კვების დროს საუზმე უნდა შადგენდეს რაციონის 25%,სადილი 35%, შუალედური წახემსება 15%, ვახშამი 25%.ვახშმობა რეკომენდირებულია ძილამდე არაუმეტეს 3 საათისა.
No comments:
Post a Comment