რეპროდუქცია
რეპროდუქცია ანუ კვლავწარმოება, როდესაც მიმდინარეობს ნაყოფის ფორმირების ინტენსიური პროცესი, ქალის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.თამბაქოს მოხმარება ორსულობის სამივე ტრიმესტრში ცუდად მოქმედებს ნაყოფზე, განსაკუთრებით პირველი ცხრა კვირის მანძილზე, როცა ნაყოფი განსაკუთრებით მგრძნობიარეა არასასურველ ფაქტორებზე. მუცლადყოფნის ამ პერიოდში საფუძველი ეყრება ნაყოფის ყველა ორგანოსა და სისტემის, მათ შორის სასქესო სისტემის განვითარებასა და მომწიფებას. ანტენატალურ პერიოდში ხდება საკვერცხეების ჩასახვა და ემბრიონული განვითარება, რომელიც ქალის ორგანიზმის სასქესო ფუნქციის პოსტნატალური ორტოგენეზის რეგულაციის პროცესში წარმოადგენენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს.
ანტენატალური პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორებმა, მათ შორის თამბაქოს კვამლმა ემბრიონზე ან ნაყოფზე შეიძლება დამაზიანებლად იმოქმედოს (ემბრიოპათიური, ტერატოგენული) და გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემათა, მათ შორის სასქესო ორგანოების განვითარების მანკები. განვითარების ასეთი თანდაყოლილი ანომალიები შესაძლებელია ქალის ორგანიზმის სპეციფიურ ფუნქციათა დარღვევის მიზეზი გახდეს. თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტას ბარიერს და იწვევს ნაყოფში ჟანგბადის რაოდენობის დაქვეითებას, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. თუ ქალი უარს იტყვის ორსულობის ოთხ თვემდე თამბაქოს მოხმარებაზე, მაშინ მისი ახალშობილი ნორმალური წონის დაიბადება. თამბაქოს მოხმარება ძირითადი რისკ-ფაქტორია პერინატალური სიკვდილიანობისა. გამოთვლებმა აჩვენა, რომ თუ ყველა ორსული ქალი თავს დაანებებს თამბაქოს მოხმარებას, ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდება 10%-ით. ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მკვდარი ახალშობილი დარჩებოდა ცოცხალი თუკი მათი დედა არ იქნებოდა მწეველი. არამწეველებთან შედარებით მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა. არსებობს ურთიერთ კავშირი მოწეული სიგარეტის რაოდენობასა და სიკვდილიანობის შორის. დამტკიცებულია კავშირი თამბაქოს მოხმარებელსა და ნაადრევმშობას შორის. თამბაქოს მოხმარება_ძირითადი რისკ-ფაქტორია ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობას. განსაკუთრებული ადგილი ამ პრობლემაში პრაქტიკულად ჯანმრთელი ახალშობილის სიკვდილის სინდრომს უჭირავს, რომელსაც ორსულობის დროს დედის მიერ თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება. სხვადასხვა ქვეყნებში ამგვარი სიკვდილიანიბის რიცხვი იზრდება: ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში ახალშობილთა სიკვდილიანობის რიცხვი 20-25% ია. თანამედროვე მონაცემებით 10%-I პერინატალური სიკვდილიანობისა, რომელიც პრაქტიკულად ჯანმრთელ ახალშობილზე მოდის განპირობებულია დედის მიერ თამბაქოს მოხმარებით. თამბაქოს მომხმარებლებში ხირია საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკი. გარდა ამისა თამბაქოს მომხმარებელი ქალების მშობიარობა 20 საათზე მეტხანს გრძელდება. ნაადრევი მშობიარობის რისკ-ფაქტორებიდან ერთ-ერთი თამბაქოს მოხმარებაა. იმ პაციენტებში, რომლებსაც ნაადრევი მშობიარობა აღენიშნებოდათ, რისკი შემდეგი ორსულობის დროს ნაადრევი მშობიარობისა სეადგენს 20-30%. სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თამბაქოს მომხმარებელი ქალებს უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია. მათ 3-4-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ დაორსულებამდე გავიდეს ერთი წელი, რადგან მათში დაბალია ოვულაციის და განაყოფიერების დონე. მწეველ და არამწეველ ქალებში ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ გაცილებით ცუდ რეზულტატს ვრებულობთ მწეველებში, ხოლო დაორსულების შემთხვევაში მათში მაინც მაღალია ორსულობის დრომდე მიუტანლობა. თამბაქოს მომხმარებელ ქალებში ორსულობის დროს ეჭვს არ იწვევს
No comments:
Post a Comment