ნუ მოწევთ მასაც აქვს სიცოცხლის უფლება
დიდი ნაწილი მწეველი ქალებისა ორსულობის დროსაც არ ანებებს თავს სიგარეტს. ისინი არ უფიქრდებიან იმას, თუ რა დიდ ზიანს აყენებენ, როგოც საკუთარ, ისე მომავალი პატარას ორგანიზმს. მწეველი ქალები უფრო ხშირად კარგავენ ბავშვებს. უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება ნაყოფის გამოვარდნა ან ნაადრევი მშობიარობა.განსაკუთრებით მაღალია რისკი იმ დროს, როცა ნიკოტინს თან ახლავს ალკოჰოლიც. თავად მშობიარობის დროსაც მწეველ ქალებს 1,5-ჯერ უფრო ხშირად ებადებათ მკვდარი ბავშვი, ვიდრე არა მწეველებს.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევა მწეველ ორსულებს დარღვეული აქვთ, რაც ხელს უშლის ნაყოფის ჟანგბადით მომარაგებას. სისხლში ხდება შეუქცევადი ცვლილებები, კერძოდ კი გემოგლობინი გარდაიქმნება კარბოქსიგემოგლობინად, რითაც ჟანგბადის უჯრედების მოქმედება მცირდება. ამის შედეგად ნაყოფის განვითარება ფერხდება და ხშირად იბადებიან უდღეური, სუსტი ბავშვები, დაბალი წონით და სხეულის, თავის და მკერდის გარშემოწერილობის დაბალი პარამეტრებით.
დედის დამოკიდებულება სიგარეტზე მოქმედებს ბავშვის არამარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ განვითარებაზეც, რადგან ბავშვის ტვინს საჭირო სისხლის რაოდენობა არ მიეწოდებოდა ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამო.
ეს ხშირად არის მიზეზი ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ნერვული სისტემის გადახრებისა. ასეთი ბავშვები გვიან სწავლობენ კითხვასა და ანგარიშს. ისინი ზრდაშიც ჩამორჩებიან. მიდრეკილნი არიან ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებისაკენ. ხშირად ავადდებიან პნევმონიით, ბრონქიტითა და ასთმით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობის დროს სიგარეტის მოწევა იწვევს ბავშვი დაუნის სინდრომის განვითარებას. ასევე შინაგანი ორგანოების დაზიანებასაც – გულის მანკს, სიელმეს, კურდღლის ტუჩს, მგლის ხახას და ა.შ.
მოწევა განსაკუთრებით საშიშია ორსულობის მეორე სტადიაში, როცა ნაყოფი აქტიურია და იზრდება. მწეველ ქალს თავად შეიძლება განუვითარდეს ტოქსიკოზი და პლაცენტის წონის, სტრუქტურია ცვლილება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თუ დედამ ორსულობის დროს არ გადააგდო სიგარეტი, ის მოწევას ბავშვის გაჩენის შემდეგაც გააგრძელებს. ბავშვი იქნება მუდმივად ნიკოტინის მოქმედების ქვეშ, ისუნთქებს ნიკოტინის ბოლით გაჯერებულ ჰაერს. რაც დააზიანებს მის ჯანმრთელობას. რადგან როგორც ცნობილი პასიური მოწევა გაცილებით საზიანოა.
No comments:
Post a Comment