ნარკოტიკი
მთელს მსოფლიოში, ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი ორგანიზმს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებებით იწამლავს.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნარკოტიკების მოხმარებაში იგულისხმება მასტიმულირებელი ყავის, ჩაისა და ერთი ჭიქა ღვინის მიღებაც კი. სხვა ნარკოტიკების მსგავსად, ჩაიში, ყავასა და უალკოჰოლო სასმელებში არსებული კოფეინი, ისევე როგორც, ღვინისა და ლუდის შემადგენლობაში შემავალი ალკოჰოლი,ისეთ ნივთიერებებს წარმოადგენენ, რომლებიც ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას აფერხებენ.
სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები არალეგალურად ითვლება და მათი მოხმარება სახიფათოა. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ჰეროინი, ოპიუმი და სხვა.
ნარკოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით, უამრავი პრობლემა არსებობს. მაგალითად, ნარკოტიკებისაგან მიღებული ნებისმიერი შეგრძნება დროებითია და როგორც კი ეს ეფექტი გაივლის, მომხმარებელი რეალურ სამყაროს უბრუნდება ნარკოტიკების საფასურის გამო გამოცარიელებული ჯიბითა და მისი ზემოქმედების ქვეშ დაკარგული დროით.
ჭარბი რაოდენობით ყველაფერი მავნეა და ეს, პირველ რიგში, ნარკოტიკებს ეხება. ნარკოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ორგანიზმი და, განსაკუთრებით, თავის ტვინი ზიანდება. სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთ ჯერზე გამოყენებულ დიდ დოზასაც.
მაგალითად, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ადამიანს დროებით თავის ჭირ-ვარამს ავიწყებს, თუმცა თავშეკავების უნარს ასუსტებს და ადამიანი ყოველგვარი სიფრთხილის შეგრძნებას კარგავს. როგორც წესი, ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ჩხუბობენ, უბედურ საგზაო შემთხვევებს იწვევენ და საფრთხეში აგდებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ნარკოტიკები შეჩვევას იწვევენ. ნარკოტიკის განმეორებით მიღების შედეგად, ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება. მომხმარებელი მის რეგულარულ გამოყენებას იწყებს და თანდათანობით დოზას უმატებს

No comments:
Post a Comment