Saturday, November 14, 2015

არა თამბაქოს

პირი, რომელიც თამბაქოს მოიხმარს, ითვლება ქრონიკული ნიკოტინიზმით დაავადებულად. საზოგადოებაში კი გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ  https://lh5.googleusercontent.com/-iFKoFuweJWY/T1EsN1FUEYI/AAAAAAAACaQ/f-rxPDIEbYA/s360/k6.jpgთამბაქოს მოხმარება  არის არა დაავადება, არამედ მავნე ჩვევა.
მწეველთა უმეტესობა თავს დაავადებულად არ მიიჩნევს. უფრო მეტიც,  მდგომარეობის არასათანადო შეფასების გამო აგრძელებენ თამბაქოს მოხმარებას და მხოლოდ მწეველობით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან ახალი დაავადების/პათოლოგიის განვითარების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის სპეციალისტს.
თამაბქოს მოხმარება არის მძიმე, ქრონიკულად მიმდინარე დაავადება
 გასული საუკუნის  90-იან წლებში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის ,,British American Tobacco” წინააღმდეგ გაიმართა სასამართლო პროცესი.  ამ პროცესის შედეგად აშშ-ის თამბაქოს ყველა კომპანია დადანაშაულებულ იქნა საზოგადოების მანიპულირებასა და უპრეცენდენტო მასშტაბით მოტყუების მცდელობაში. სასამართლომ მათ დააკისრა  იმ პერიოდისთვის კოლოსალური ჯარიმა-249 მლრდ დოლარის გადახდა.
თუ მოყვანილი არგუმენტების  წაკითხვით დარწმუნდით, რომ თამბაქოს მოხმარება არის დაავადება და არა მავნე ჩვევა, ჩააქრეთ უკანასკნელი ღერი სიგარეტი და იცხოვრეთ სიგარეტის  გარეშე.

No comments:

Post a Comment