Thursday, December 31, 2015

                     ჭარბი წონა და დიეტა

დღესდღეობით ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ჭარბი წონა და გადამეტებული დიეტა.
    ჭარბი წონა ყველასთვის უდიდესი პრობლემააა. ის გავრცელებულია ისე როგორც პატარა ბავსჰვებსჰი ასევე მოზარდებსა და მოხუცებულებში. ჭარბი წონისას ადამიანის სილამაზე ირღვევა როგორც გარეგნულად ისე შინაგანად. 
      ჭარბი წონის შემცირებისათვის უმეტეს შემთხვევაში დიეტას მიმართავენ. დიეტა არსებობს სხვადასხვა სახის. განსხვავდება ხანგრდზლივობით სიმკაცრით.
თუმცა მკაცრი დიეტა ადამიანებს დიდ ზიანს აყენებს დსა უმეტეს შემთხვევაში მწვავე შედეგს ვიგებთ ადამიანი იღუპება.



P1100916

Wednesday, December 23, 2015

შეჯიბრი 9 10 კლასებს შორის



ჩემი ინიციატივით მოეწყო შეჯიბრი 9 10 კლასებს შორის. ორივე კლასის მოთამაშეები მისდევენ ჯანსაღ ცხოვრებას. ამ შეჯიბრში ჩართული იყო თითქმის ყველა მოსწავლე.  შეჯიბრი დამთავრდა 3 2. სამწუხაროდ ჩვენმა კლასმა წავაგეთ მაგარამ მთავარი ისაა რომ ყველა მოსწავლე მოინდომა ჩემი დახმარება

Thursday, December 10, 2015

                          ''წიგნი თუ კომპიუტერი''


ჩვენი დროის ერთ ერთ დიდ პრობლემას წარომადგენს წიგნი და კომპიუტერი. წიგნიც ერთერთი ჯანსაღი ცხოვრებაა. ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფროსებიც.ხშირად მოგვისმენია ფრაზც "კომპიუტერი მოკლავს წიგნს". რამოდენიმე ათეული წელი გავიდა კომპიუტერის შექმნამდე მაგრამ მან გადაწონა ადამიანების რაოდენობათა რიცხვი.წიგნმა მრავალ საუკუნეს გაუძლო და ის კიდევ მრავალი საუკუნის მანძილზე იარსებებს. კომპიუტერით ვერ ვნახავთ იმ ინფორმაციას რისი ნახვაც წიგნებში შეგვიძლია. წიგნი გვაძლევ იმის უფლებას რომ ვიაზროვნოთ კომპიუტერი კი ჩვენს გონებას აჩლუნგებს.


ჩვენი პოსტის სათაურია "წიგნი თუ კომპიუტერი"?   მე ვარ 14 წლის და ჩემთვის მთავარი წიგნების კითხვაა. წიგნების კითხვით ვიძენ ახალ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია ყველგან მადგება როგორც სკოლაში ისე საზოგადოებაშიც.
როცა არ იყო კომპიუტერი როგორ ნახულობდნენ ამდენ ინფორმაციას?როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ტექნიკის გარეშე? ყველაფერ ამ კითხვებზე პასუხი ერთია "წიგნი"

მე მინდა ვურჩიო ყველას რომ კომპიუტერი წიგნს ვერასდროს ვერ შეცვლის და ვურჩევ იკითხონ რაც შეიძლება მეტი წიგნები. ზოგიერთი იმით იმართლებს თვას რომ მათ არ აქვთ წიგნები. ამას პასუხი უკვე აქვს ჩვენს სოფელში გაიხსნა ბიბლიოტეკა სადაც შესაძლებელია წიგნების მოძიებე და წაკითხვა



           რა ზიანს გვაყენბს სწრაფი კვების პროდუქტები

                                      ''fast food''


სწრაფი კვების ობიექტები ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა: ფარდულებში იყიდებოდა ცომის ფირფიტები, რომლებსაც ზეითუნის ზეთი ესვა. ასეთივე ლავაშები იყიდებოდა ძველი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებში. თანამედროვე ფასთ-ფუდის ინდუსტრია კი XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა


                                                   დადებითი მხარეები

ჩემი აზრით სწრაფ კვების ერთადერთი დადებითი მხარე ის არის, რომ შეგიძლია მცირე დროში მიირთვა საკვები. ასევე ის ძალიან გემრიელია და ადამიანებს უჩირთ უარის თქმა. ზოგჯერ სხვა გამოსავალი არ არსებობს და იძულებულები ვართ შევიძინოთ სწრაფი კვების პროდუქტი და მივირთვათ.

                                                    უარყოფითი მხაეები

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს ამაზე შეიძლება ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ. სწრაფი კვებისას ადამიანი ჭამს ჰოთდოგს, ჰამბურგერს, შაურმას, ჩიფსს და სხვა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ისეთი გემრიელია, რომ ჩვენ ჭამის დროს არც კი ვუფიქრდებით, რომ ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღებით საშინელ საფრთხეში ვაგდებთ ჩვენ ორგანიზმს. სწრაფი კვების პროდუქტებით ჩვენ ძირითადად ქუჩაში ვიკვებებით. ასეთ კვებას ბევრი უარყოფითი მხარე გააჩნია. ამ ბოლო დროს გაიზარდა დაავადებების რიცხვი.
მე შემიძლია ვუთხრა ადამიანებს რომ მოერიდონ სწრაფი კვების პროდუქტებს ის დიდ ზიანს გვაყენებს ჩვენ. ბევრი იღუპება ამით. არვიცი ჩემი რჩევა ვისთვის როგორი იქნება მაგრამ გირჩევს მოერიდეტ.

ჩიფსი ბავშვის გონებრივ განვითარებას აფერხებს

ბავშვებს, რომლებიც ხშირად ჭამენ ჩიფსებს, გონებრივი განვითარება უქვეითდებათ. შესაბამისი დასკვნა ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს.
სპეციალისტები აკვირდებოდნენ ბავშვებს, რომელთა შორის იყვნენ 3-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ფაქტობრივად ყოველდღე ჩიფსებს მიირთმევდნენ.
ასეთ ბავშვებში შეინიშნებოდა მეხსიერების დარღვევა, მათი ყურადღება გაფანტული იყო, თანატოლებთან შედარებით, რომლებიც ამ პროდუქტს არ ჭამდნენ, კრეატიულობა დაბალ დონეზე ჰქონდათ, ცუდად სწავლობდნენ და პრობლემები ჰქონდათ ოჯახში და მეგობრებში.
ანალიზმა აჩვენა, რომ პრობლემის მიზეზი ნაჯერი ცხიმების ზედმეტი რაოდენობა იყო, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს.
საინტერესოა, რომ მოზარდ ასაკში ჩიფსების მავნე ზემოქმედება არ დადასტურდა.
მეცნიერთა თქმით, მთავარი ქიმიური ნაერთი, რომელიც ბავშვს ზიანს აყენებს, აქრილამიდია და მუტაგენსა და კანცეროგენს წარმოადგენს.
რისკის ქვეშ არიან ორსულებიც. მათთვის ჩიფსის მიღება რეკომენდირებული არ არის. ამავე მიზეზით ორსულებმა უარი უნდა თქვან კარტოფილის ფრიზე, ჰამბურგერზე და სახამებლის შემცველ სხვა პროდუქტებზე, რომლებიც მაღალ ტემპერატურაზე დამზადდა.

რას შეიცავს ყველასთვის საყვარელი ჩიფსი

დღეს ХХ1 საუკუნეში არსებობს დაავადება რომელსაც მედიცინა ვერ ამარცხებს. დღემდე მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ თუ რა იწვევს ორგანიზმში უჯრედის გადაგვარებას. ამის მიზეზად ექიმები საკვებს ასახელებენ.

პროდუქტები რომლებიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს
კიბოს უჯრედის განვითარებას

  • კარტოფილის ჩიფსები                                                                                                                  ჩიფსი-ყველასთვის საყვარელი,გემრიელი საკვებია თუმცა როდესაც მას მივირთმევთ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ისიც რომ ის დიდი რაოდენობით კონსერვანტს შეიცავს,არომატიზეატორს და მავნე ცხიმს. ასევე მაღალ ტემპერატურაზე მომზადებული კარტოფილის ჩიფსი შეიცავს ნივთიერებას რომელიც სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს.

Tuesday, December 8, 2015

                                 კალათბურთი

კალათბურთი- გუნდური სპორტის სახეობა, რომელშიც ორი გუნდი, თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში ბურთის მოხვედრით ორგანიზებული წესების მიხედვით.
    მოთამაშეთა რაოდენობა ყოველ გუნდში 5-5 კაცით განისაზღვრება. თამაშის დროს ჩაგდებული ბურთისათვის გუნდს ერიცხება 2 ან 3 ქულა, ყოველი რეალიზებული საჯარიმო ტყორცნისათვის 1 ქულა, გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. შეხვდერა შედგება ოთხი 10 წუთიანი ტაიმისაგან. ტაიმებს შორის შესვენება 2 წუთია. გამონაკლისია შესვენება მეორე და მესამე ტაიმებს შორის, რომელიც 15 წუთი გრელდება. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5 წუთიანი ტაიმი  გამარჯვებულის გამოვლენამდე. დაშვებულია ნებისმიერი რაოდენობის შეცვლები. ყველა შეცვლილ მოთმაშეს უფლება აქვს დაბრუნდეს მოედანზე.კალათბურთს ხელით თამაშობენ. დაშვებულია ბურთის ხელით ტარება, გადაცემა და ტყორცნა, როგორც ცალი, ასევე ორი ხელით. არ შეიძლება ორ ნაბიჯზე მეტის გადადგმა ბურთის დაუგდებლად, ბურთიანად ახტომა და დახტომა, მეტოქის საჯარიმო ზონაში სამ წამზე მეტხანს ყოფნა. გუნდს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანისათვის ეძლევა 8, ხოლო შეტევისათვის — 24 წამი, რომლის გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. მწვრთნელს უფლება აქვს თითოეულ ტაიმში აიღოს ერთი წუთშესვენება. მოთამაშე ჯარიმდება ყველა ამ წესის დარღვევისათვის, აგრეთვე ბლოკირებისათვის და უხეში თამაშისათვის. მოთმაშე ჯარიმდება როგორც ჩვეულებრივი ჯარიმით, ასევე პერსონალური შენიშვნით. 5 პერსონალური შენიშვნის მიღბის შემთხვევაში მოთმაშე ტოვებს მოედანს. ოთხი გუნდური შენიშვნის შემდეგ ყოველი ჯარიმა სრულდება საჯარიმო ტყორცნებით. ჩაგდებული საჯარიმო იძლევა 1 ქულას. თამაშის მსვლელობისას 2-ქულიან ზონიდან ჩაგდებული ბურთი ფასდება 2, ხოლო 3-ქულიან ზონიდან ჩაგდებული - სამ ქულად.

                                     რაგბი

რაგბი — სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში, მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში.
           
როგორც ყველა მოთამაშის ამათი მთავარი მიზეზივ არის გამარჯვება.

ეს არის გამარჯვების შედეგი რომლის გამოც მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ. ეს ტასი მათი დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგია

                                                                        ჩოგბურთი

 ჩოგბურთი XIII საუკუნის საფრანგეთში ჩაისახა. პირველი საჩოგბურთო ტურნირი 1877 წლის 9 ივნისს ჩატარდა , რომელსაც შემდგომში უიმბლდონი ეწოდა.
საჩოგბურთო მოედანს კორტი ჰქვია. თამაშები ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში ტარდება. მოთამაშეების ამოცანაა ჩოგნის დახმარებით ბურთი გადაიტანონ მოწინააღმდეგის ნახევარზე. ჩამწოდებელ მოთამაშეს ბურთის ორჯერ ჩაწოდების უფლება აქვს. მეორე ჩაწოდებას ის იყენებს მაშინ, თუ პირველი ვერ ჩააგდო ჩაწოდების მოედანში ან ბადეს ვერ გადააცილა. ერთ მოგებულ გათამაშებაზე მოთამაშეც ეწერება 15 ქულა, შემდეგ მოგებულზე ასევე 15, მესამეზე კი 10 ქულა ხოლო, მეოთხე მოგებულ გათამაშებაზე ჩოგბურთელი იგებს გეიმს. თუ ანგარიში თანაბარია მაშინ ერთ-ერთმა მოთამაშემ ზედიზედ 2 გათამაშება უნდა მოიგოს გეიმის მოსაგებად. 6 გეიმის მოგების შემთხვევაში მოთამაშე იგებს სეტს. თუ ანგარიში 6:6-ია, მაშინ ხდება დამატებითი გეიმის გათამაშება, რომელსაც ტაი-ბრეიკი ჰქვია. ჩოგბურთელმა უნდა მოიგოს 2 სეტი თამაშის მოსაგებად.



ფრენბურთი

ფრენბურთი-სპორტის გუნდური სახეობა რომელშიც ორი გუნდი ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის მოედანსი ბურთის ჩაგდებით.თამაში 1895 წელს მოიგონა ამერიკული ქალაქის ჰოლიოკის მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა. 1896 წელს ეს თამაში ქალაქ სპრიფგფილდში წარადგინეს ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კონფერენციაზე. აქ პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს ფრენბუთი უწოდეს და ეს სახელი თამაშს დღემდე შემორჩა. ნელ-ნელა ახალი თამაში სხვა ამერიკულ ქალაქებშიც გავრცელდა. მალე კი კანადაში და ლათინურ ამერიკაშიც.ამ ტამაშსაც ტავისი წესები აქვს: გუნდებს თითოეულ პარტიაში ექვსი შეცვლის უფლება აქვთ. ბურთის მოწოდებისას მოთამაშეებს გარკვეული პოზიციები უკავიათ და მისი დარღვევა ისჯება. ბურთის მოწოდების მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით გადაადგილდებიან. ბურთს ყოველთვის აწოდებს მოთმაშე რომელსაც ამ დროს მარჯვენა კუთხეში მოუწევს დგომა. ქულა მოპოვებულად ითვლება თუ ის მეტოქის ნახევარში იატაკს შეეხო ან მეტოქის ხელიდან დატოვა მოედანი მატჩი ფრენბურთში სამი პარტიის მოგებამდე გრძელდება. თითოეული პარტია კი 25 ქულამდე ამავე დროს აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობა ყოველი პარტიის შემდეგ მეტოქეები მოედნის ნახევრებს ცვლიან. აკრძლულია ბადის მეორე ნახევარში ხელის გადაყოფა, მეტოქესთან ან მოედნის მეორე ნახევართან კონტაქტი, ბადის ვერტიკალური სიბრტყის გადაკვეთა, ბურთთან შეხება წელსქვედა ნაწილით. გუნდებს უფლება აქვთ თითოეულ პარტიაში აიღონ ორი 30 წამიანი წუთშესვენება. გუნდს უფლება აქვს მოწოდებულ ბურთს შეეხოს მხოლოდ სამჯერ, ამასთან მესამე შეხებით ბურთი აუცილებლად მეტოქის ნახევრისკენ უნდა გაიგზავნოს.

ფეხბურთი

სპორტის კიდევ ერთი სახეობაა ფეხბურთი რომელიც ჩვენს დროში გავრცელებულია.
ფეხბურთი- ეს არის თამაში რომელსაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ფეხბურთში ორი გუნდი ერთმანეთს ეწინააგმდეგება.  ამ თამაშს თავისი წესები აქვს:მოთამაშეს არ აქვს უფლება ბურთს ხელით შეეხოს. გამარჯვებული ის მხარეა რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს მოწინააღნდეგის კარში.

ნაოსნობა

ნაოსნობა სპორტის ერთეღტი გავრცელებული სახეობაა.ეს არის ჯგუფი რომელთაც არ აქვთ არაფრის შიში. მათ უნდათ ნახონ ის რაც აქამდე არ უნახიათ.. ჯგუფის ყველა წვერი ნიჩაბს ერთდროულად უსვამს. მე ავირჩიე ეს სურათი იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ეს სპორტი ამ სურათზე ზუსტადაა ასახული
სპორტი ყველა ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესია. სპორტიც რათქმაუნდა ჯანსაღი ცხოვრებაა.ყველა სპორტი თავისი დამახასიათებელი ნიშნით საინტერესოა:ფეხბურთი,კალათბურთი,რაგბი,ფრენბურთი,ნაოსნობა,წყალბურთი.

Friday, December 4, 2015

იცოდეთ სად მზადდება საკვები თქვენი შვილებისთვის

მე ავირჩიე ეს სურათი იმის გამო რომ ამ ფოტოზე ზუსტადაა ასახული თუ რა პირობებში მზადდება ბავშვებისთვის საკვები... სკოლაში არაა იმის პირობები რომ საკვები სუფთა წყლით დამზადდეს. დაბინძურებული წყალი დიდ საფრთხეს წამოადგენს მოსწავლეების ჯანმრთელობისთვის და დიდი შანსია რომ ამან ფატალური შედეგი გამოიწვიოს.

რას ჭამენ ბავშვები

სკოლაში კვება  უმთავრესია. სკოლის ბუფეტებში იყიდება სხვადასხვა საკვები რომლებმაც შეიძლება ბავშვებს დიდი ზიანი მიაყენოს. ბევრმა მშობელმა არ იცის რას ჭამს მისი შვილი სკოლაში. სად მზადდება ეს საკვები. მომავალ პოსტში ვისაუბრებ იმ პირობებზე თუ რა პირობებში მზადდება ბავშვებისთვის საკვები

სკოლების სასადილოებში მოზარდთა ჯანმრთელობისათვის საზიანო საკვები იყიდება

Tuesday, December 1, 2015

რა უნდა ვიცოდეთ კბილების მოვლის შესახებ

ჯანსაღ ცხოვრებაში ვითვალისწინებთ კბილების მოვლასაც. კბილების მოლვა აუცილებელია თითოeული ადამიანისათვის.

jansagi cxovreba da chven

ჯანსაღი ცხოვრების წესი | jansagi cxovrebis wesi

Friday, November 27, 2015

                                                    ბოსტნეული


ბოსტნეული შიცავს დიდი რაოდენობით წყალს და ვიტამინებს  რომლებიც აუცილებელია ჩვენი სიცოცხლისთვის.

Thursday, November 26, 2015

                                   ბანანი

ბანანი არამხოლოდ გემრიელი, ასევე სასარგებლო ხილია. მართალია კალორიულია  სამაგიეროდ მასში არის C, B1, B2, PP, E ვიტამინები, კაროტინი, ფერმენტები, მიკროელემენტები, ა.შ. დიეტოლოგები თვლიან რომ დღეში 1-2 ბანანი ადამიანის დღიურ მოთხოვნას კალიუმსა და მაგნიუმზე აკმაყოფილებს. უკანასკნელი გამოვლინებებით გაირკვა, რომ ბანანი კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მხედველობის შენარჩუნებისთვის. ამავდროულად დიეტური საკვებია. ამიტომ რეაბილიტაციის პერიოდში ბევრი ავადმოფისთვის რეკომენდირებულია. ასევე სასარგებლოა კუჭნაწლავის ტრაქტით დაავადებილთათვის.
საკვებში ფლავონოიდების შემცველი პროდუქტების გამოყენება ანეიტრალებს ფასტ-ფუდით და არაჯანსაღი საკვებით გამოწვეულ დაჟანგვით სტრესს და ანთებას და ხელს შეუშლის სისხლძარღვებს დაზიანებას.
თავისუფალი რადიკალები ან ჟანგბადის აქტიური ფორმები, როგორც ცნობილია, იწვევს სისხლძარღვების ანთებას და თავის უარყოფით როლს თამაშობს გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკის ზრდაში. ბუფალოს უნივერსიტეტის (აშშ) ენდოკრინოლოგების აზრით, ფლავონოიდების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს წარმოადგენს ფორთოხლის წვენი, ვინაიდან ის მდიდარია ძლიერი ფლავონოიდებით ნარინგენინით და ჰესპერიდინით, რომლებიც მთავარ ანტიოქსიდანტებს წარმოადგენენ.

გრეიფუტი

გრეიფრუტში შემავალი მჟავები ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. გრეიფრუტი შეიცავს ძვირფას ნივთიერებას - ნარინგინს, რომელიც უშუალოდ ნაყოფის კანის ქვეშ, წვნიან პარკებშია მოთავსებული. ის აუმჯობესებს საკვების ათვისებასა და მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, წნავს ორგანიზმში დაგროვილ ზედმეტ ცხიმს.გრეიფუტი კარგია დაავადებებისთვის
 1 ქოლესტერინის მომატებული რაოდენობის შემთხვევაში გრეიფრუტის პეკტინი ისევე მოქმედებს, როგორც სისხლში ქოლესტერინის დამწევიყველაზე ეფექტური პრეპარატი. მისი მიღების დროსქოლესტერინის დონე საგრძნობლად მცირდება. ამ ხილში შემავალი გლუკოზიდები და ვიტამინები ხელს უწყობს, ასევე, ასევე, ათეროსკლეროზის ფროფილაქტიკას და ამცირებს არტერიულ წნევას.
 2 სისხლჩაქცევების არსებობობის დროს - სისხლძარღვების ელასტიკურობისათვის  დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფში ბიოფლავონოიდებისმაღალ შემცველობას.
ჯანსაღ ცხოვრებაში უმთავრესი წილი ბოსტნეულსა და ხილს უკავია.
   ვაშლი ერთერთი ყველაზე სასარგებლო და დიეტური თვისების ხილია.ვაშლი მდიდარია ვიტამინებით.
                              ვაშლის სასარგებლო თვისებები
ამცირებს თავის ტკივილს  
ამაგრებს კბილებს
ამცირებს ასთმის დონეს
ამცირებს შეკრულობას
ხელს უწყობს თმის ზრდას
აუმჯობესებს მხედველობას


ხელს უწყობს წონაში კლებას
ითვლება დიეტურ პროდუქტად
ხელს უწყობს მონელებას
აუმჯობესებს ჯანმრთელობას
აუმჯობესებს გულის მდგომარეობას
იცავს ძვლებს
ამცირებს ქოლესტერინის დონეს
ამცირებს კანის დაავადებებს
ამცირებს დიაბეტის რისკს
ახდენს ღვიძლის დეტოქსიკაციას

               4 "არა" ნარკოტიკის წინააგმდეგ

Iწესი: ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების მიმართ (ნარკოტიკული ან ტოქსიკური), ნებისმიერი დოზით,ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ კომპანიაში, მუდმივად თქვით მტკიცე "არა!"
       ყოველთვის მხოლოდ "არა!"


II წესი: შეეცადეთ ჩამოგიყალიბდეთ ყოველდღიური სასარგებლო საქმიანობისაგან(კარგი სწავლა,სპორტი,ხატვა,ცეკვა,მუსიკა,დასვენება ბუნებაში)სიამოვნების მიღების უნარი.ეს ნიშნავს უთხრა მტკიცე "არა!" უსაქმურობას,მოსაწყენად და უინტერესო ცხოვრებას.
         "არა!" უსაქმურობას.


IIIწესი:  ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მეგობრების შერჩევის უნარი.პატივი ეცით საკუთარ აზრს და ნუ მოექცევით იმ თანატოლების გავლენის ქვეშ,რომლებიც ნარკოტიკს გთავაზობენ.
           "არა!"- იმ კამპანიას,რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს.


IVწესი:"არა!" საკუთარ მორიდებულობას და მერყეობას,როცა ნარკოტიკის გასინჯვას გთავაზობენ. სიცოცხლე უფრო ძვირფასია! ნარკომანები ირჩევენ გზას, რომლითაც  საკუთარ თავს ყველა ადამიანურ თვისებას ართმევენ.



                                              ჯანსაღი კვება


ჯანსაღი კვება სიცოცხლისუნარიანობის მთვარი პირობაა.დაავადებების ყველაზე დიდი წყაროს არასწორი კვება წარმოადგენს.
მთავარი წესი-რაოდენობა და კალორიულობის შესაბამისობა ენერგეტიკულ დანახარჯებთან და საკუთარი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან. სკოლაში გაკვეთილზე გონებრივი მუშაობით,ვხარჯავთ ენერგიას, რომლის აღდგენაც საჭიროა თავის ტვინის მუშაობისთვის,კუნთების ზრდისთვის.უფროსებმა უნდა იზრუნონ მოსწავლეების კვების გამო და მოსწავლეებს სკოლაში ორგანიზებული კვება შესთავაზონ.
კვება,რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ განვითარებას რაციონალური კვება ეწოდება.

Wednesday, November 25, 2015

ჯანსაღი ცხოვრების წესი:სპორტი,ემოციების მართვა,კვება,დღის რეჟმი,პირადი ჰიგიენა,მავნე ჩვევებზე უარის თქმა,უსაფრთხო მოქცევა სოციუმში,ეკოლოგიური ქცევა,სექსუალური აღზრდა.
            

                                   დღის რეჟიმი

       
       დღის რეჟიმის სწორი ორგანიზაცია(ძილის,კვების,შრომის,დასვენების,პირადი ჰიგიენის,სპორტის) აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.ადამიანის შრომისუნარიანობა 24 საათის განმრავლობაში იცვლებადღეღამური ბიოლოგიური რიტმის მიხედვით და აქვს ორი პიკი:10-დან 12 და 16-დან 18საათამდე.  ღამე შრომისუნარიანობა ქვეითდება განსაკუთრებით 1-დან 5საათამდე..      10-დან 12-მდე და 16-დან 18 საათამდე ძალიან ეფექტურია ფიზიკური აქტივობისთვის.            
      დასვენება ადამიანისთვის აუცილებელია ყოველდღე,ყოველკვირეულად,   ყოველწლუირად,რათა მან გამოიყენოს თავისუფალი დრო ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის ხელშესაწყობად და აღსადგენად.
        ყოველდღიური დასვენების ერთ ერთი მთავარი სახეობაა ძილი.სრულფასოვანი ძლის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ჯანმრთელობა. მარადიულ გამოუძინებლობას თან სდევს გადაღლილობა,ის თავის მხრივ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და აზიანებს ადამიანის ძანმრთელობას.საშუალოდ რეკომენდირებულია არაუმეტეს 8 და არანაკლებ 7 საათი ძილი.
   საკვების მიღებას შორის შუალედი უნდა შეადგენდეს 4-5 საათს.ამ დროს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე თანაბარი დატვირთვა მოდის,საკვები ბოლომდე გადამუშავდება გადამამუშავებელი ფერმენტების საშუალებით და კარგად შეითვისება.
  •  ოთხჯერადი კვების დროს საუზმე უნდა შადგენდეს რაციონის 25%,სადილი 35%, შუალედური წახემსება 15%, ვახშამი 25%.ვახშმობა რეკომენდირებულია ძილამდე არაუმეტეს 3 საათისა. 
       სწორი კვების დროს დაუშვებელია საკვების 1-2-ჯერ მიღება დღის განმრავლობაში. მნიშვნელოვანია რომ საკვები მივიღოთ ერთსა და იმავე საათში. კვება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

სიგარეტის შემცველობა

სიგარეტი შეიცავს ბავშვისთვის საყვარელ კაკაოს,ვანილს,შაქარს,ძირტკბილას და თაფლსაც კი.სიგარეტის კვამლის ჩსუნთქვისას,იგი გაივლის სასუნთქ გზებს,იწვევს მათი ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და ანთებას.თამბაქოს კვამლში 4000-ზე მეტი ქიმიურად საშიში ნივთიერებაა,რომელთა უმრავლესობა ტოქსიკურია და იწვევს კიბოს და სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს,თამბაქოს კვამლი კუპრის სახით გროვდება,შემდეგ შეაღწევს ფილტვების ქსოვილში და ლიმფო-კვანძებში,შავად აფერადებს მწეველის ფილტვებს.თამბაქოს კვამლი მწეველის ჯანმრთელობისათვის უფრო ნაკლებად საზიანოა ვიდრე არამწეველისთვის.
სიგარეტის შმადგენლობა:მეთანი,გექსამინი,კუპრი,მეთანოლი,მჟავა,ციანიტის წყალბადი,ბუტანოლი,ნიკოტინი,რადონი,ამიაკი,კადმია,აცეტონი,ნახშირორჟანგი
ჯანსაღია ისეთი კვება, რომელიც ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს.ჯანსაღ კვებაში იგულისხმება როგორც ხილი ისე ბოსტნეული.

შევარჩიოთ საკვები სწორად

საკვებს სწორად შერჩევა სჭირდება. ზოგიერთი საკვები შიცავს ისეთ ნივთიერებებს რომელიც ჩვენს ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს. ამ სურათზე გამოსახულია ხილი ვაშლი. ის საკვებად უვარგისია მგარამ რაგაც ნივთიერებების დახმარებით მან თავისი პირვანდელი სახე დაიბრუნა. მე ეს სურათი ავირჩიე და მომწონს იმიტომ რომ მასზე ზუსტადაა ის ასახული რომ ყველაფერი საკვებად ვარგისი არ არის. ამ სუარათის ნახვის შემდეგ ვფიქრობ ბევრი ადამიანი დააკვირდება თავის საკვებ პროდუქტებს

Tuesday, November 24, 2015

სპორტის როლი ადამიანის ცხოვრებაში


სპორტი ადამიანის ცხოვრებაში  მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამ
სურათზე გამოსახულია არიან გოგონები რომლებისც ჯანსაღ ცხოვრებას მიყვებიან. ვარჯიში საუკეთესო გამოსავლია იმისათვის რომ ჩვენი ცხოვრება ჯანსაღი გახდეს.თუ ადამიანი სპორტითაა დაკავებული მას არ  ექნება ინტერესი ისეთ მავნე ჩვევებზე როგორიცაა ალკოჰოლი, სიგარეტი და ნარკოტიკი.სპორტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. არაერთხელ ყოფილა ისეთი შემთხვევა როდესაც წარმატებული სპორტსმენები მატერიალურად ეხმარებიან ადამიანებს, უსახლკარო ბავშვებს ჩუქნიან ბინას.
ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას.ცხოვრებისეული გამოცდილება მეტყველებს, რომ ადამიანი ჯანმრთელობისთვის მხოლოდ მას შემდეგ იწყებს ზრუნვას, რაც ის სერიოზული პრობლემებს შეუქმნის.


Friday, November 20, 2015

ცურვა


ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ ვარჯიშით არ შემოიფარგლება.ცურვაც ჯანსაღი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.ცურვის დროს ადამიანს სტრესი ეხსნება,სხეული კაჟდება. არსებობს ბევრი ადამიანი ვისაც ძალიან უყვარს ცურვა და ცურვის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია.მაგალითად მსოფლიოს რეკორდსმენსა და ოლიმპიურ ჩემპიონს მაიკლ ფელპსს ცურვის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი ეგონა.ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო და ის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა.
ბევრ ადამიანს ცურვა არ უყვარს და ეს რაღაც უაზრობა ჰგონიათ მაგრამ ცურვა მართლაცაა იმის საშუალება რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება უფრო ჯანსაღი გახდეს.
მე ცურვა ძალიან მიყვარს.მინდა რომ სხვებსაც მოვუწოდო რომ ჯანსაღი ცხოვრება უმნიშვნელოვანესია.და თუ ვინმეს სურს რომ ის ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცურვა აუცილებელია.

Saturday, November 14, 2015

სირბილის უნიკალურობა

სირბილი უნიკალური და შეუცვლელი საშუალებაა,რათა მუდამ ფორმაში იყოს თითოეული ადამიანი.სირბილი ხსნის დაძაბულობასსირბილის და ფიზიკური დატვირთვების შედეგად ეცვლება საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება.ის ვინც დაკავებულია რეგულარული სირბილით ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩვა.სირბილის მოყვარულებს სირბილის შემდეგ საკმაოდ კარგად ეხხსნებათ გონება.ისინი განტვირთული არიან უარყოფითი ენერგიისაგან და დაძაბულობისაგან,ამიტომ გონებრივ დატვირთვებს საკმაოდ ადვილად და სწრაფად უმკლავდებიან.
      ინტერვიუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის(SSU) სტუდენტ ნინო                  
     თევდორაშვილთან

-გამარჯობა
-გამარჯობა
-რამოდენიმე კითხვა მაქვს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ
-გისმენთ
-დღეს არის თუ არა ჯანსაღი ცხოვრება  ახალგაზრდებში გავრცელებული?
-დღესდღეობით ახალგაზრდათა უმეტესობა ჯანსაღი ცხოვრების წესს არ იცავს
-თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ   ბევრი დაავადების მიზეზი ისაა რომ არ იცავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს?
-დიახ იმიტომ რომ დღეს ახალგაზრდების უმეტესობა მოიხმარს დიდი რაოდენობით თამბაქოს,ნარკოტიკს და დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.ეს ყველაფერი მათ ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს.
-რას ურჩევდით ახალგაზრდებს?
-მე ვურჩევ მათ რომ შეწყვიტონ თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და დაიწყონ ჯანსაღი წესით ცოხვრება.
-კარგით. გმადლობთ ინტერვიუსთვის.

                                  ალოკოჰოლი

ალოკოჰოლი ანუ ეთილის სპირტი რომელიც არის უფერო სითხე, აქვს სპეციფიური გემო და სუნი. ალკოჰოლი წყალში ზავდება ნებისმიერი თანაფარდობით. ეთილის სპირტი სხვადასხვა სასმელში სხვადასხვა რაოდენობითაა. მაგალითად: ლუდში 2-6%; ღვინოში9-20%; ლიქიორში 20-40%;ა რაყში 40-56%; ვისკში და ჯინში 40-55%; რომში 70-77%.
ალკოჰოლი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს, ამიტომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ანესთეზია, კომა, სუნთქვის დათრგუნვა და სიკვდილიც კი. ორგანიზმში მოხვედრილი ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება კუჭიდან და წვრილი ნაწლავებიდან
და გადადის სისხლში.
თრობის ხარისხი, ანუ თავის ტვინის ნერვული სისტემაზე ალკოჰოლის ზემოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კონცენტრაციით შეიცავს სისხლი ალკოჰოლს:
მსუბუქი თრობა: (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.05%) ადამიანი თავს კარგად
გრძნობს, ეხსნება დაძაბულობა, მაგრამ ქვეითდება რეაქციების სისწრაფე. უარესდება მანქანის მართვის უნარი.
საშუალო თრობა: (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა0.1%) გაუგებარი მეტყველება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, საღად მსჯელობის, საკუთარ ქცევებსა და ემოციებზე კონტროლის დაკარგვა.
მძიმე ხარისხის თრობა: (სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.15%) ძლიერი მოწამვლა, ბარბაცით სიარული, პრობლემები მეხსიერებასა და აზროვნებაში, ემოციური არასტაბილურობა, აგრესიულობა.
ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება: (ზედოზირება) უმრავლეს შემთხვევაში ეს არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით ქრება. მაგრამ ზედოზირების დროს შეიძლება განვითარდეს კომა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და შესაძლებელია მედიცინის ჩაურევლად სიკვდილით დამთავრდეს. ზედოზირებას ხშირად თან სდევს პირღებინება. ეს ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. მაგრამ სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს პირნაღები, რომელიც შეიძლება სასუნთქ გზებში მოხვდეს, ამიტომ მთვრალ ადამიანს უნდა ეძინოს გვერდით 
და არა პირაღმა. 

ნარკოტიკი


მთელს მსოფლიოში, ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი ორგანიზმს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებებით იწამლავს.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნარკოტიკების მოხმარებაში იგულისხმება მასტიმულირებელი ყავის, ჩაისა და ერთი ჭიქა ღვინის მიღებაც კი. სხვა ნარკოტიკების მსგავსად, ჩაიში, ყავასა და უალკოჰოლო სასმელებში არსებული კოფეინი, ისევე როგორც, ღვინისა და ლუდის შემადგენლობაში შემავალი ალკოჰოლი,ისეთ ნივთიერებებს წარმოადგენენ, რომლებიც ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას აფერხებენ.
სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები არალეგალურად ითვლება და მათი მოხმარება სახიფათოა. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ჰეროინი, ოპიუმი და სხვა.



ნარკოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით, უამრავი პრობლემა არსებობს. მაგალითად, ნარკოტიკებისაგან მიღებული ნებისმიერი შეგრძნება დროებითია და როგორც კი ეს ეფექტი გაივლის, მომხმარებელი რეალურ სამყაროს უბრუნდება ნარკოტიკების საფასურის გამო გამოცარიელებული ჯიბითა და მისი ზემოქმედების ქვეშ დაკარგული დროით.
ჭარბი რაოდენობით ყველაფერი მავნეა და ეს, პირველ რიგში, ნარკოტიკებს ეხება. ნარკოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ორგანიზმი და, განსაკუთრებით, თავის ტვინი ზიანდება. სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთ ჯერზე გამოყენებულ დიდ დოზასაც.
მაგალითად, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ადამიანს დროებით თავის ჭირ-ვარამს ავიწყებს, თუმცა თავშეკავების უნარს ასუსტებს და ადამიანი ყოველგვარი სიფრთხილის შეგრძნებას კარგავს. როგორც წესი, ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ჩხუბობენ, უბედურ საგზაო შემთხვევებს იწვევენ და საფრთხეში აგდებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ნარკოტიკები შეჩვევას იწვევენ. ნარკოტიკის განმეორებით მიღების შედეგად, ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება. მომხმარებელი მის რეგულარულ გამოყენებას იწყებს და თანდათანობით დოზას უმატებს


                          ნუ მოწევთ მასაც აქვს სიცოცხლის უფლება

დიდი ნაწილი მწეველი ქალებისა ორსულობის დროსაც არ ანებებს თავს სიგარეტს. ისინი არ უფიქრდებიან იმას, თუ რა დიდ ზიანს აყენებენ, როგოც საკუთარ, ისე მომავალი პატარას ორგანიზმს. მწეველი ქალები უფრო ხშირად კარგავენ ბავშვებს. უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება ნაყოფის გამოვარდნა ან ნაადრევი მშობიარობა.
განსაკუთრებით მაღალია რისკი იმ დროს, როცა ნიკოტინს თან ახლავს ალკოჰოლიც. თავად მშობიარობის დროსაც მწეველ ქალებს 1,5-ჯერ უფრო ხშირად ებადებათ მკვდარი ბავშვი, ვიდრე არა მწეველებს.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევა მწეველ ორსულებს დარღვეული აქვთ, რაც ხელს უშლის ნაყოფის ჟანგბადით მომარაგებას. სისხლში ხდება შეუქცევადი ცვლილებები, კერძოდ კი გემოგლობინი გარდაიქმნება კარბოქსიგემოგლობინად, რითაც ჟანგბადის უჯრედების მოქმედება მცირდება. ამის შედეგად ნაყოფის განვითარება ფერხდება და ხშირად იბადებიან უდღეური, სუსტი ბავშვები, დაბალი წონით და სხეულის, თავის და მკერდის გარშემოწერილობის დაბალი პარამეტრებით.
დედის დამოკიდებულება სიგარეტზე მოქმედებს ბავშვის არამარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ განვითარებაზეც, რადგან ბავშვის ტვინს საჭირო სისხლის რაოდენობა არ მიეწოდებოდა ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამო.
ეს ხშირად არის მიზეზი ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობისა და ნერვული სისტემის გადახრებისა. ასეთი ბავშვები გვიან სწავლობენ კითხვასა და ანგარიშს. ისინი ზრდაშიც ჩამორჩებიან. მიდრეკილნი არიან ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებისაკენ. ხშირად ავადდებიან პნევმონიით, ბრონქიტითა და ასთმით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობის დროს სიგარეტის მოწევა იწვევს ბავშვი დაუნის სინდრომის განვითარებას. ასევე შინაგანი ორგანოების დაზიანებასაც – გულის მანკს, სიელმეს, კურდღლის ტუჩს, მგლის ხახას და ა.შ.
მოწევა განსაკუთრებით საშიშია ორსულობის მეორე სტადიაში, როცა ნაყოფი აქტიურია და იზრდება. მწეველ ქალს თავად შეიძლება განუვითარდეს ტოქსიკოზი და პლაცენტის წონის, სტრუქტურია ცვლილება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თუ დედამ ორსულობის დროს არ გადააგდო სიგარეტი, ის მოწევას ბავშვის გაჩენის შემდეგაც გააგრძელებს. ბავშვი იქნება მუდმივად ნიკოტინის მოქმედების ქვეშ, ისუნთქებს ნიკოტინის ბოლით გაჯერებულ ჰაერს. რაც დააზიანებს მის ჯანმრთელობას. რადგან როგორც ცნობილი პასიური მოწევა გაცილებით საზიანოა.

რეპროდუქცია

რეპროდუქცია ანუ კვლავწარმოება, როდესაც მიმდინარეობს ნაყოფის ფორმირების ინტენსიური პროცესი, ქალის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.თამბაქოს მოხმარება ორსულობის სამივე ტრიმესტრში ცუდად მოქმედებს ნაყოფზე, განსაკუთრებით პირველი ცხრა კვირის მანძილზე, როცა ნაყოფი განსაკუთრებით მგრძნობიარეა არასასურველ ფაქტორებზე. მუცლადყოფნის ამ პერიოდში საფუძველი ეყრება ნაყოფის ყველა ორგანოსა და სისტემის, მათ შორის სასქესო სისტემის განვითარებასა და მომწიფებას. ანტენატალურ პერიოდში ხდება საკვერცხეების ჩასახვა და ემბრიონული განვითარება, რომელიც ქალის ორგანიზმის სასქესო ფუნქციის პოსტნატალური ორტოგენეზის რეგულაციის პროცესში წარმოადგენენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს.

ანტენატალური პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორებმა, მათ შორის თამბაქოს კვამლმა ემბრიონზე ან ნაყოფზე შეიძლება დამაზიანებლად იმოქმედოს (ემბრიოპათიური, ტერატოგენული) და გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემათა, მათ შორის სასქესო ორგანოების განვითარების მანკები. განვითარების ასეთი თანდაყოლილი ანომალიები შესაძლებელია ქალის ორგანიზმის სპეციფიურ ფუნქციათა დარღვევის მიზეზი გახდეს.    თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტას ბარიერს და იწვევს ნაყოფში ჟანგბადის რაოდენობის დაქვეითებას, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. თუ ქალი უარს იტყვის ორსულობის ოთხ თვემდე თამბაქოს მოხმარებაზე, მაშინ მისი ახალშობილი ნორმალური წონის დაიბადება. თამბაქოს მოხმარება ძირითადი რისკ-ფაქტორია პერინატალური სიკვდილიანობისა. გამოთვლებმა აჩვენა, რომ თუ ყველა ორსული ქალი თავს დაანებებს თამბაქოს მოხმარებას, ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდება 10%-ით. ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მკვდარი ახალშობილი დარჩებოდა ცოცხალი თუკი მათი დედა არ იქნებოდა მწეველი.  არამწეველებთან შედარებით მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა.  არსებობს ურთიერთ კავშირი მოწეული სიგარეტის რაოდენობასა და სიკვდილიანობის შორის.  დამტკიცებულია კავშირი თამბაქოს მოხმარებელსა და ნაადრევმშობას შორის.  თამბაქოს მოხმარება_ძირითადი რისკ-ფაქტორია ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობას. განსაკუთრებული ადგილი ამ პრობლემაში პრაქტიკულად ჯანმრთელი ახალშობილის სიკვდილის სინდრომს უჭირავს, რომელსაც ორსულობის დროს დედის მიერ თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება. სხვადასხვა ქვეყნებში ამგვარი სიკვდილიანიბის რიცხვი იზრდება: ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში ახალშობილთა სიკვდილიანობის რიცხვი 20-25% ია. თანამედროვე მონაცემებით 10%-I პერინატალური სიკვდილიანობისა, რომელიც პრაქტიკულად ჯანმრთელ ახალშობილზე მოდის განპირობებულია დედის მიერ თამბაქოს მოხმარებით.  თამბაქოს მომხმარებლებში ხირია საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკი. გარდა ამისა თამბაქოს მომხმარებელი ქალების მშობიარობა 20 საათზე მეტხანს გრძელდება.  ნაადრევი მშობიარობის რისკ-ფაქტორებიდან ერთ-ერთი თამბაქოს მოხმარებაა. იმ პაციენტებში, რომლებსაც ნაადრევი მშობიარობა აღენიშნებოდათ, რისკი შემდეგი ორსულობის დროს ნაადრევი მშობიარობისა სეადგენს 20-30%.  სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თამბაქოს მომხმარებელი ქალებს უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია. მათ 3-4-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ დაორსულებამდე გავიდეს ერთი წელი, რადგან მათში დაბალია ოვულაციის და განაყოფიერების დონე.  მწეველ და არამწეველ ქალებში ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ გაცილებით ცუდ რეზულტატს ვრებულობთ მწეველებში, ხოლო დაორსულების შემთხვევაში მათში მაინც მაღალია ორსულობის დრომდე მიუტანლობა.  თამბაქოს მომხმარებელ ქალებში ორსულობის დროს ეჭვს არ იწვევს 


არა თამბაქოს

პირი, რომელიც თამბაქოს მოიხმარს, ითვლება ქრონიკული ნიკოტინიზმით დაავადებულად. საზოგადოებაში კი გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ  https://lh5.googleusercontent.com/-iFKoFuweJWY/T1EsN1FUEYI/AAAAAAAACaQ/f-rxPDIEbYA/s360/k6.jpgთამბაქოს მოხმარება  არის არა დაავადება, არამედ მავნე ჩვევა.
მწეველთა უმეტესობა თავს დაავადებულად არ მიიჩნევს. უფრო მეტიც,  მდგომარეობის არასათანადო შეფასების გამო აგრძელებენ თამბაქოს მოხმარებას და მხოლოდ მწეველობით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან ახალი დაავადების/პათოლოგიის განვითარების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის სპეციალისტს.
თამაბქოს მოხმარება არის მძიმე, ქრონიკულად მიმდინარე დაავადება
 გასული საუკუნის  90-იან წლებში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის ,,British American Tobacco” წინააღმდეგ გაიმართა სასამართლო პროცესი.  ამ პროცესის შედეგად აშშ-ის თამბაქოს ყველა კომპანია დადანაშაულებულ იქნა საზოგადოების მანიპულირებასა და უპრეცენდენტო მასშტაბით მოტყუების მცდელობაში. სასამართლომ მათ დააკისრა  იმ პერიოდისთვის კოლოსალური ჯარიმა-249 მლრდ დოლარის გადახდა.
თუ მოყვანილი არგუმენტების  წაკითხვით დარწმუნდით, რომ თამბაქოს მოხმარება არის დაავადება და არა მავნე ჩვევა, ჩააქრეთ უკანასკნელი ღერი სიგარეტი და იცხოვრეთ სიგარეტის  გარეშე.